"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალში კვარაცხელია და ოსიმენი მიიღებენ მონაწილეობას

AutoSharing Option
პარიზში, თეატრ "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი, დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.

30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი არიან დასახელებული, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

Goal-ის ვერსიით, "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში ოსიმენი მერვე ადგილზეა, კვარაცხელია კი - მეთოთხმეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი ახალი ამბავია ქართული ფეხბურთის გულშემატკივარისთვის, ცხადია.
გიორგი
20:27 30-10-2023
2
დიდებულია პირველი წლის მონაგარი, გაისად ათეულში შევა, მერე კი ბურთიც უნდა მიიღოს.
ჟორა გაბრიჭიძე
21:30 30-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული