მესიმ "ოქროს ბურთი" მერვედ მოიპოვა - ყველა ნომინანტი დასახელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის თეატრ "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფრანს ფუტბოლის" მთავარი ჯილდო კარიერაში მერვედ არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესიმ მიიღო.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა) აღიარეს, ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად - "ბარსელონა".

საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) მიიჩნიეს.

წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოვეს.

საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ "მანჩესტერ სიტი" დასახელდა.

ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტთა
სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
მესიმ მიიღო ის რასაც იმსახურეს მთელი კარიერის მანძილზე, გადამწყვეტი ფაქტორი რა თქმა უნდა მისი ნაკრებისთვის თამაში და მის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი იყო. სხვა დანარჩენი, მათ შორის აქ ზოგიერთი კომენტები ეკუთვნოდა არ ეკუთვნოდას შესახებ წყლის ნაყვაც არაა-არაფერია. თუ არ მოგწონთ ფრანს ფუტბოლის არჩევანი-გააკეთედ ნიკა ფუტბოლის,ნუკრი ფუტბოლი,მამუკა ფუტბოლის ჯილდოები, გაშალეთ ლილოს წითელი ხალიჩა და ვინც გინდათ დააჯილდოვეთ...რა პრობლემაა ...კიდევ...ზოგიერთები აქ კვარას მე-17 ადგილს რომ ულოცავენ საქართველოს თვალთმაქრცობაა და მეტი არაფერი, მე პირადათ ერთ ქართველს ფეხზე მკიდია მაგის საკლუბო ტიტულები,ოსიმენასთვის გაკეთებული პასები და მაგის გაუგებარი ბჟუტური დაჯიდოვების ცერემონიალის წითელ ხალიჩაზე. მაგან რომცა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დასვენება,ქეიფი თუ უქეიფოდ ყოფნა მოიმიზეზა,რითაც ფაქტიურად ოლიმპიადის საგზური დაგვაკარგვინა,ქართველი ხალხის საყოველთაო სიყვარული მაშინ დაკარგა....ვინც ისრაელთან ბოლო თამაშზე იყო დამეთანხმება--ამდენი იმედგაცრუებული ქართველი-ძირითადათ ქალები,ბავშვები და საეთოდ ხლხი, რომლებიც პირვლად იყვნენ მოსული სტადიონზე მე არ მინახავს. მესიმ კი არგენტინის ნაკრაბისთვინ ყველაფერი გაიღო,ეგ კი არა ფინალის შემდეგ სამშობლოში მიმავალი თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას 45 მილიონი არგენტინელიდან 40 მლ-ნი ადევნებდა თვალს ფლეირადარი 24-ს მეშვეობით სანამ სერვერი არ გადაიტვირთა და არ გაიჭედა, იმ დროს მართლა შემშურდა მათი და ამ ბიჭზე უფრო გავბრაზდი,ასე რომ მე როგორც ერთ ქართველს ნუ მილოცავთ მის მე-17 ადგილს...დარწმუნებული ვარ მარტოც არა ვარ.....ჯერ-ჯერობით მას ქართული ფეხბურთისთვის არაფერი გაუკეთებია-ისევ იმ საფეხბურთო ჭაობში ვართ როგორც ვიყავით საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, მომავალში რა იქნება, ვნახავთ....
SOSO
11:06 01-11-2023
2
მოკლედ, მხოლოდ ამ მიღწევებით რაც მესის ქონდა, მხოლოდ მესის მისცემდნენ ოქროს ბურთს. მესია და იმიტომ.
გიგა
10:00 01-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული