მესიმ "ოქროს ბურთი" მერვედ მოიპოვა - ყველა ნომინანტი დასახელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის თეატრ "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფრანს ფუტბოლის" მთავარი ჯილდო კარიერაში მერვედ არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესიმ მიიღო.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა) აღიარეს, ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად - "ბარსელონა".

საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) მიიჩნიეს.

წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოვეს.

საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ "მანჩესტერ სიტი" დასახელდა.

ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტთა
სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
მესიმ მიიღო ის რასაც იმსახურეს მთელი კარიერის მანძილზე, გადამწყვეტი ფაქტორი რა თქმა უნდა მისი ნაკრებისთვის თამაში და მის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი იყო. სხვა დანარჩენი, მათ შორის აქ ზოგიერთი კომენტები ეკუთვნოდა არ ეკუთვნოდას შესახებ წყლის ნაყვაც არაა-არაფერია. თუ არ მოგწონთ ფრანს ფუტბოლის არჩევანი-გააკეთედ ნიკა ფუტბოლის,ნუკრი ფუტბოლი,მამუკა ფუტბოლის ჯილდოები, გაშალეთ ლილოს წითელი ხალიჩა და ვინც გინდათ დააჯილდოვეთ...რა პრობლემაა ...კიდევ...ზოგიერთები აქ კვარას მე-17 ადგილს რომ ულოცავენ საქართველოს თვალთმაქრცობაა და მეტი არაფერი, მე პირადათ ერთ ქართველს ფეხზე მკიდია მაგის საკლუბო ტიტულები,ოსიმენასთვის გაკეთებული პასები და მაგის გაუგებარი ბჟუტური დაჯიდოვების ცერემონიალის წითელ ხალიჩაზე. მაგან რომცა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დასვენება,ქეიფი თუ უქეიფოდ ყოფნა მოიმიზეზა,რითაც ფაქტიურად ოლიმპიადის საგზური დაგვაკარგვინა,ქართველი ხალხის საყოველთაო სიყვარული მაშინ დაკარგა....ვინც ისრაელთან ბოლო თამაშზე იყო დამეთანხმება--ამდენი იმედგაცრუებული ქართველი-ძირითადათ ქალები,ბავშვები და საეთოდ ხლხი, რომლებიც პირვლად იყვნენ მოსული სტადიონზე მე არ მინახავს. მესიმ კი არგენტინის ნაკრაბისთვინ ყველაფერი გაიღო,ეგ კი არა ფინალის შემდეგ სამშობლოში მიმავალი თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას 45 მილიონი არგენტინელიდან 40 მლ-ნი ადევნებდა თვალს ფლეირადარი 24-ს მეშვეობით სანამ სერვერი არ გადაიტვირთა და არ გაიჭედა, იმ დროს მართლა შემშურდა მათი და ამ ბიჭზე უფრო გავბრაზდი,ასე რომ მე როგორც ერთ ქართველს ნუ მილოცავთ მის მე-17 ადგილს...დარწმუნებული ვარ მარტოც არა ვარ.....ჯერ-ჯერობით მას ქართული ფეხბურთისთვის არაფერი გაუკეთებია-ისევ იმ საფეხბურთო ჭაობში ვართ როგორც ვიყავით საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, მომავალში რა იქნება, ვნახავთ....
SOSO
01 ნოემბერი 2023 11:06
2
მოკლედ, მხოლოდ ამ მიღწევებით რაც მესის ქონდა, მხოლოდ მესის მისცემდნენ ოქროს ბურთს. მესია და იმიტომ.
გიგა
01 ნოემბერი 2023 10:00
2
ფაქტია, მესი უკვე ბრენდია და მარტო სახელიც დამატებითი პრივილეგიაა არჩევანის გაკეთების დროს. მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არასდროს ყოფილა ისეთი განმსაზღვრელი ფაქტორი, როგორც მესის შემთხვევაში. ეს ფაქტია და ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო.
saso
01 ნოემბერი 2023 09:59
1
არ შევალ იმ დისკუსიაში მესი ჰალანდს თუ მბაპეს ეკუთვნოდა.უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს არ არსებობს რაიმე ფეხბურთში რომ მესის არ ეკუთვნის.
Giorgi
01 ნოემბერი 2023 02:24
0
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება თან ისე როგორც მესიმ გააკეთა ეს ნიშნავს 10 ჩ.ლილის მოგებას ხოდა ჰალანდს ცარიელ კარში გოლების გატანის გამო ეკუთვნოდა ოქროს ბურთი? ბოდიშით მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რა არის ფეხბურთი,ოქროს ბურთი და მიზეზი რატომ და რისთვის აძლევეენ ოქროს ბურთს.. ოქროს ბუცი არსებობს გოლებისთვის ისე რომ იცოდეთ.. ამ წელს მსოფლიოს გამოესის ეკუთვნოდა ეს ბურთი და შემდეგ წელს სულ ზედიზედ მოუგია თქვენ ჰალანდ მბაპეს თუ გინდათ
ვაააა
01 ნოემბერი 2023 00:55
2
მესის ჰყავს ყველაზე დიდი აუდიტორია, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვარ მესის, შარშან რომ მოეგო ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1 და ლიგის თასი და ლევანდოვსკის ამ დროს მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო მხოლოდ მაინც მესი აიღებდა ოქროს ბურთს
მამუკა
31 ოქტომბერი 2023 23:25
2
ვიღაც ავადმყოფი დასდევს ჩემს კომენტარებს უკვე 4 თუ 5 თვეა. ადრეც ვთქვი რომ წელს ჰალანდს ეკუთვნის ოქროს ბურთი და გამოხტა ვიღაც და ანტიმესისტი მიწოდა. არადა სულაც არ არის ასე.კომენტარების დასაწყისში სხვა დავითმა კომენტარი გააკეთა რომ უსამართლობაა ეს და იმ ჩასაფრებულმა ჩემი ნიკით გააკეთა კომენტარი, ცუდიც არაფერი დაუწერია, მაგრამ მე რას გადამეკიდა ვერ ვიგებ. თუ ფეხბურთი და საერთოდ სპორტი არ გესმის მე რა შუაში ვარ. უამრავი ადამიანია რომელიც ოქროს ბურთის ღირსად წელს ჰალანდს თვლის.( ვიმეორებ წელს) მეც ან სიაში ვარ, მაგრამ არასდროს არ მითქვამს მესიზე რომ ის ვერ არის კარგი, ანდა წინა ტიტულები დაუმსახურებლად მიიღო. თუმცა მე რონალდუ მირჩევნია როგორც უნივერსალური ფეხბურთელი
დავით 67
31 ოქტომბერი 2023 16:10
12
დავითს-ს! ვერ გაიგე რა დავწერე? მე რონალდუ მირჩევნია მეთქი. მაქვს უფლება მომწონდეს თუ შენ უნდა შეგეკითხო? რა გჭირთ ზოგს ვერ გავიგე სკოლაში არ დადიოდით? ამა თუ იმ ნაწარმოების,მოთხრობის ან პოემის შინაარსი არ დაგიწერიათ? რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლე და აზრი ვერ გამოიტანე? კიდევ გიმეორებ მე რონალდუ მირჩევნია. გაიგე?
დავით 67
01 ნოემბერი 2023 03:03
2
რონალდუ უნივერსალი რატომაა? რახან თავით უკეთ თამაშობს? რონალდუს გამოაკელი გოლები და დარჩება ნახევარი ჰალანდი. გაიგეთ რომ მესი არის უფრო სრულყოფილი,მრავალმხრივი და საუკეთესო. მესის საუკეთესოობა არ ნიშნავს რომ რონალდუ არ არის ერთ ერთი საუკეთესო მაგრამ მესი 1 თავით მაღლა დგას.. მხოლოდ ნაკრებშუ გატანილი 15 გოლით და ლიგაზე გატანილი 11 გოლით რომ ხარ წინ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მესიზე მაგარი ფეხბურთელი ხარ
დავითს
01 ნოემბერი 2023 00:58
3
ჩამორჩენილი ქვეყანა რო ვართ, მაგიტო არ გვაყურებინეს ტელევიზიებმა..
ოცნების ქალაქიდან
31 ოქტომბერი 2023 15:01
1
სეზონის მეორე ნახევარი რომ არ ჩაეგდო, ათეულში შევიდოდა
giorgi 3
31 ოქტომბერი 2023 12:07
1
გილოცავ ოქროს ბიჭო ტოპ ოცეულში მოხვედრას.უფალი გფარავდეს და ბევრჯერ მოგველოცოს მთელს საქართველოს შენთვის ფეხბურთის უმაღლესი ჯილდოები.იხარეთ და იბედნიერეთ მთელმა ოჯახმა, ქვეყნის საამაყო შვილებმა.
ნუკრი
31 ოქტომბერი 2023 11:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული