ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

AutoSharing Option
Meta-ratings.kz-ის ცნობით, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა რუსმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შესაძლოა, ყაზახური "აქტობე" ჩაიბაროს, სადაც 26 წლის ქართველი მცველი ლუკა გადრანი ირიცხება.

კლუბმა ადგილობრივ პრემიერლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა, რის გამოც მოქმედ დამრიგებელ ანდრეი კარპოვიჩს ალბათ გადააყენებენ, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატები კი სწორედ სლუცკი და მაგომედ ადიევი არიან, რომელიც ამჟამად ყაზახეთის ნაკრებს მოძღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ყაზანის "რუბინში" სლუცკი ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოოო, აი ბომბი ინფორმაცია თუ გინდა!
Master
13:27 31-10-2023
8
კარგი იქნებოდა სლუცკი ბათუმის დინამოში.
მერაბი
09:26 01-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული