რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...

AutoSharing Option
რომის პაპ ფრანცისკეს დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შესახებ დაუსვეს კითხვა, თუ რომელი მათგანი ერჩია. თუმცა, კათოლიკური ეკლესიის არგენტინელმა წინამძღვარმა სხვა ფეხბურთელი გამოარჩია.

"მესი თუ მარადონა? მე მესამეს დავასახელებდი - პელე. მარადონა დიადი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც ადამიანი, წარუმატებელი. საბრალო დიეგო ძალიან ძირს დაეშვა და ის ხალხი, ვინც მისით აღფრთოვანებული იყო, მას არ დაეხმარნენ. მარადონა ჩემთან სტუმრად იყო. ბოლოს ცხოვრება ისე დაასრულა, როგორც მისთვის დაწერილი გახლდათ. თითქოს ნიშანდობლივია, რომ ბევრი წარმატებული სპორტსმენი ცუდად ასრულებს.

მესი ძალიან სწორი ადამიანია, ჯენტლმენი, მაგრამ
ჩემთვის მთავარი ჯენტლმენი პელე იყო, ადამიანი, რომელსაც დიდი გული ჰქონდა. მას ერთხელ ბუენოს-აირესში შევხვდი, თვითმფრინავით ერთად ვიმგზავრეთ, ვისაუბრეთ. საოცარი პიროვნება გახლდათ.

დიეგოც, ლეოც და პელეც დიადი ფეხბურთელები არიან და თითოეული მათგანი გამორჩეული თავისებურადაა. მესი ახლა არის კარგი, პელე, კი ადრე იყო", - თქვა პაპმა RAI-სთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 13 /
პაპულ! შენი არ ვიცი და მე ვირჩევ საუკეთესოს ლეო მესის!
ზურა
16:39 02-11-2023
18
ამ სამ გენიოსს შორის,მესი სტატისტიკითაც სჯობს ჩემთვის მათზე მაღლა დგას..წმინდა საფეხბურთო თვალსაზრიშით კი რონალდინიოს მსგაბსი ფეხბურთი ჯერ არავის უთამაშია და ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ ითამაშებს..
კიეზა
17:09 03-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული