უკრაინელმა ფეხბურთელმა მსაჯს თავი ზიდანის სტილში "გლიჯა"

AutoSharing Option
უკრაინის პირველ ლიგაში "გორნიაკ-სპორტისა" და "დინაზის" მატჩისას მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვიაჩესლავ შევჩენკომ შეხვედრის არბიტრს, ვასილი ფაიდას, კამათი დაუწყო და ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა უკმაყოფილების გამოხატვა გააგრძელა და ოთხ წუთში მსაჯმა გააძევა.

შევჩენკო გაბრაზდა და ფაიდას თავი მკერდში ჩაარტყა - როგორც ზიდანმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე მატერაცის. შევჩენკო ამის შემდეგაც არ დაწყნარდა და ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ძლივს გაიყვანეს მოედნიდან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ მატერაცი ლუკა ტონის არ დაარტყა ზიდანმა თავი?
გიორგი
07:43 08-11-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული