ტრაგედია - კოპა ლიბერტადორესის ფინალში წაგების გამო "ბოკას" ფანმა თავი მოიკლა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" 23 წლის ფანმა მარსელო მორალესმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ შვილმა ეს ნაბიჯი საყვარელი კლუბის კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ფლუმინენსესთან" მარცხის (1:2) გამო გადადგა. 

"როცა "ბოკა" აგებდა, მარსელო თავს სულ ცუდად გრძნობდა, ხან მოწყენილი იყო, ხან ჩხუბობდა. ამბობდა, რომ "ბოკა" ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და თავი გუნდის გამო მოიკლა. არ მეგონა, თუ ჩემი შვილი ამას გააკეთებდა. ცოტა ხნის წინ მამას უთხრა, "ჩვენი კლუბი თუ ფინალს წააგებს, თავს მოვიკლავ!" გვეგონა, ხუმრობა იყო. დაე, ახალგაზრდა ადამიანებმა გაიგონ; დაე, მათი ოჯახები
დაფიქრდნენ," - განაცხადა დედამ Crónica TV-სთან საუბარში. 

"ბოკა ხუნიორსი" კოპა ლიბერტადორესის ფინალში "ფლუმინენსესთან" დამატებით დროში, 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კი ვიცი ეგ ისტორია და იდიოტები იყვნენ ყველა ვინც თავი მოიკლა. ფეხბურის თამაშის (!!!!!), თა მა შის, თ ა მ ა შ ი ს წაგების გამო რომ ადამიანი თავს იკლავ და შენ მშობლებს ართმევ შვილს, მეუღლეს მეორე ნახევარს და შვილებს მშობელს იმიტომ რომ ვიღაცამ ბურთის თამაშში სადღაც მეტი გოლი გაუშვა შესაცოდი კი არა დასაცინი ხარ.
Superman
15:50 08-11-2023
0
არგენტინამ მოიგო მსოფლიო და მაგის სიხარულიც არ ეყო რომ გადაეფარა ეს დეპრესია?!...ფეხბურთია ხან მოიგებ ხან წააგებ ..მთავარია პოეტურ ფეხბურთს არავინ თამაშობს ბეისბოლს და ჟოპასტენკას დაემსგავსა ფეხბურთი
თემო
20:08 07-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული