ჭკუაც დაარიგა და თხოვნაც შეუსრულა - ჰოლანის კურიოზი "იანგ ბოიზთან" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "იანგ ბოიზს" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.

"ქალაქელების" ცენტრფორვარდმა ერლინ ჰოლანმა აღნიშნულ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ნორვეგიელი ფეხბურთელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მას მეტოქე გუნდის კაპიტანმა ალი კამარამ მაისურის გაცვლა სთხოვა.

ერლინმა გვინეელ ფეხბურთელს უთხრა რომ ამ მომენტში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, თუმცა მაისური მაინც უსახსოვრა.

"ქალაქელები" G ჯგუფში 12 ქულით პირველ ადგილზე არიან, "იანგ ბოიზი" კი 1 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.

altგვარდიოლა: ჰოლანის გამო ყველას ბოდიშს გიხდით

altჰოლანი

"მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ტიპებს თავმოყვარეობა საერთოდ არ აქვთ რა. რას ეტენებიან, მერე რა, რომ დიდი ვარსკვლავია. ისე მიუგდო მაისური, ზედაც არ შეხედა...
თემო
21:25 08-11-2023
2
მე იმაზე მეშლება ნერვები რატო არავის მოსდის თავში სათადარიგო მაისურიც იყოს შესვენების დროს რომ გამოიცვალო პირველ ტაიმს ტალახში თუ იგორავებ მილიონი შემთხვევა იყო რაგბში და ფეხბურთში ისე გამოდიოდნენ მეორე ტაიმში ტალახიანი მაისურით ვერ შეამჩნევდი რო რამე აცვიათ
ნოდო
15:24 08-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული