ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ვლადიმერ ვაისს კვლავ რუსეთის ჩემპიონატში უხმობენ - სლოვაკს ახალ შესაძლო სამსახურზეც დაეკითხნენ

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, ადგილობრივი პრემიერლიგის ბინადარ "სოჭის", რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ვლადიმერ ვაისის დანიშვნა სურს.

რუსი ჟურნალისტები ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელ თავკაცს დაუკავშირდნენ და შესაძლო ახალი სამსახურის შესახებ დაეკითხნენ, რაზეც გამოცდილმა სპეციალისტმა დიპლომატიური პასუხი გასცა.

"რუსეთის ჩემპიონატში მუშაობით დაინტერესებული ვარ, მაგრამ ამჟამად ამ საკითხზე საუბარი არ შემიძლია, მე ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ვმუშაობ", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკი რუსეთში რამენსკოვის "სატურნს" უკვე წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული