სიმეონე: მორატა ჰოლანისგან არაფრით განსხვავდება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ერთმანეთს ალვარო მორატა და ერლინ ჰოლანი შეადარა.

არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ესპანელი ნორვეგიელ თავდამსხმელს არაფრით ჩამოუვარდება.

"ალვარო მორატა ერლინ ჰოლანის დონეზეა. გატანილი გოლებითა და შედეგიანი ქმედებებით ერლინს არაფრით ჩამოუვარდება. ეს ორი ფორვარდი თავისუფლად შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ", - განაცხადა სიმეონემ Goal-თან ინტერვიუში.

მორატამ მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 15 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

ჰოლანმა "ქალაქელთა" მაისურით გამართულ 18 შეხვედრაში 17 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემა
დააგროვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აფსუს ჩვენც გვინდოდა ეგ შედეგი გულით სულით მარა არ გამოდის რაღაცა!!
ხვიჩა და ჯორჯი
22:50 15-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული