მაცარი "ნაპოლის" მოთამაშეს ესაუბრა და უთხრა, რომ გუნდის აწყობას მის გარშემო გეგმავს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ვიქტორ ოსიმენს ესაუბრა და უთხრა, რომ ახალი გუნდის აწყობას მის გარშემო გეგმავს. ამის შესახებ La Reppublica იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნიგერიელმა 61 წლის სპეციალისტს განუცხადა, რომ ძალიან მოტივირებულია და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.

"მაცარის ოსიმენთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ნიგერიელი სპორტდარბაზში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, სერია A-ს მომდევნო ტურში "ატალანტასთან" გასამართ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

მწვრთნელი მისი ფიზიკური კონდიციებით დაინტერესდა და აუხსნა, რომ ახალი გუნდის აწყობას მის გარშემო გეგმავს, ნიგერიელმა მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა,
რომ მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ოსიმენი ბარძაყის ტრავმის გამო "ნაპოლის" თვეზე მეტია ვერ ეხმარება.

alt"მაცარი "კვარაშოუს" ყურადღებით აკვირდებოდა - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

altმაცარის დაბრუნების შემდეგ დღეს "ნაპოლი" პირველ მატჩს გამართავს - როგორი იქნება "პარტენოპეის" სავარაუდო შემადგენლობა

alt"სპალეტის "ნაპოლის" თამაში ზეპირად მაქვს შესწავლილი" - რა უთხრა მაცარიმ დე ლაურენტისს

მკითხველის კომენტარები / 8 /
წავა ეხლა ლანძღვა მაცარის და ოსიმენის :) არ ინერვიულოთ, ალბათ ოსიკოს საამებლად თქვა, თორე გულის სიღრმეში კი იცის მაცარიკომ ვინ იქნება მანდ მთავარი კაცი!
ფეოლა
15:27 17-11-2023
4
რაღაც უცნაური გადაწყვეტილება მგონია: თუ ტაქტიკური სქემა უნდა ააწყოს ოსიმენის "ღერძზე", ეს ნიშნავს "პადაჩებს" საჯარიმოში ან გრძელ პასებს, რომელსაც მიჩვეულები ვართ და აქ ახალი ალბათ არაფერი იქნება.
საერთოდ, თამაშს აწყობენ ნახევარმცველის გარშემო.
შეიძლება განგვეხილა ანგისა, მაგრამ ინტელექტი არ ყოფნის, ჟელინსკი - ეგოისტია, შარშანდელი ლობოტკა კარგი იყო ყველა პოზიციაზე (წელს ვერ ვცნობ).
დასკვნა: სასწრაფოდ საჭიროა 1-2 კარგი მარკშეიდერი.
კიდევ კარგი მერეტის გარშემო არ აპირებს თამაშის აწყობას )))))
ეს კაცი ნაპოლის ან ააშენებს ან დაანგრევს.
ძველი გულშემატკივარი
15:21 17-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული