![](https://sportall.ge/pictures/image5/0490d7ee00bd59ce24adda6f9f3533e6.jpg)
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელს, ჯანი დე ბიაზის, პოსტის დატოვება მოუწევს.
67 წლის იტალიელ სპეციალისტს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია 30 ნოემბრამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებს, - გადაწყვეტილება აღმასკომზე იქნა მიღებული.
დე ბიაზი აზერბაიჯანის ნაკრებს 2020 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე გუნდმა 7 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც არადამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაუთვალეს.