"მესის ნაცვლად, 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებდი" - სნეიდერი

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებდა, თუმცა აღნიშნული ჯილდო ლიონელ მესის გადაეცა.

"სიმართლე გითხრათ, 2010 წელს ადგილი უსამართლობას ჰქონდა. არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამის გამო ტირილს დაიწყებს. პირადად მე, უპირატესობას გუნდური ჯილდოების მოგებას ვანიჭებ.

იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, რაც ყველა ინდივიდუალურ ტიტულზე მაღლა დგას", - განაცხადა სნეიდერმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
აბა: სნეიდერებო, ხავებო, ინიესტებო, ლევანდოსკებო და ჰალანდებო, არ გინდათ რა, ერთხმაში ტირილი და ვაი გოდება! რა მესის ბრალია თუ თქვენზე მაგარია? მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები ირჩევენ საუკეთესოს, ისე რო ლეოსკენ ნაკლები პრეტენზია გქონდეთ, თქვენს თავებში ეძებეთ მიზეზი!
ასეა!!!!!!!!!!!
14:25 03-12-2023
8
ბოლო ოქროს ბურთიც არ ეკუთვნოდა მესის რა გააკეთა საერთოდ…მე უნდა ამეღო ეგ ოქროს ბურთი მაგრამ მესიმ მოისყიდა ყველა და ვერაფერს გავხდი ))
ზურიკო
19:41 03-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული