"იცით, "ნაპოლის" გასახდელში რა ხდება?" - იტალიელი ჟურნალისტი დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ელიფ ელმასის "ლაიპციგში" ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, "პარტენოპეის" გასახდელში არაჯანსაღი სიტუაციაა.

"მაცარიმ გარკვევით თქვა, რომ ფეხბურთელი რომელიც გუნდში ყოფნით ბედნიერი არაა, წასვლაში ხელს არ შეუშლის. ცხადია, ეს სიტყვები ელმასისკენ იყო მიმართული. იმის გამო, რომ მისი ტრანსფერი "ლაიპციგთან" თითქმის შეთანხმებულია, გასახდელში მისი ყოფნა სხვა ფეხბურთელებზე კარგად არ მოქმედებს. ჩრდილომაკედონიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულ გუნდს 25 მილიონისა და ბონუსების სანაცვლოდ შეუერთდება", - განაცხადა სკოტომ.

შეგახსენებთ, "ლაიპციგს" ელმასის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა,
თუმცა დე ლაურენტისმა 24 წლის ფეხბურთელთან განშორება არ ისურვა.

altშეშფოთებულმა დე ლაურენტისმა მაცარის გარანტია მოსთხოვა - ცნობილი გახდა შეხვედრის დეტალები

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლავრენტას ფული გაუმაზეთ და საქართველოს მასტერ ლიგაში ჩამოიყვანს ნაპოლის სუფთა "შ.პ.ს ნაპოლი" გახდა
Levani
22 დეკემბერი 2023 00:24
0
7-იანი ხვიჩასია
ბიგ
21 დეკემბერი 2023 21:59
5
ელმასი კარგი ფეხბურთელია. შესაბამისად სურს ძირითად შემადგენლობაში თამაში. ნაპოლიში ეს ვერ მოხვდება ცნობილი მიზეზის გამო. მისთვის შესაფერის პოზიციაზე აქ ხვიჩა კონკურენციის გარეშეა. ეს არ მომხდარა ვინმეს აკვიატებით. კვარასთვის ადგილი ლანგარზე არ მოურთმევიათ, ნიჭისა და შრომის ხარჯზე მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ელმასის პრეტენზია ძირითადზე სრულიად ბუნებრივია. თუ ბევრს გაიღებს, ლაიფციგში სავარაუდოდ ექნება წარმატებები. მარიო რუის რაც შეეხება, მასზეც იგივე თქმა შეიძლება: კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს ნაღდად არ წყვეტს. დაცვაში აქვს სერიოზული ხარვეზები და დიდ თამაშებში სპალეტი ოლივეირას უფრო ენდობოდა. ეხლა სანატრელი გაგიხდათო, რომ ამბობენ არა მგონია სამართლიანი იყოს. თუ ხვიჩას ფლანგზე, ნაპოლის მოქმედ სქემაში შემტევი მარცხენა მცველი საერთოდ არ იქნება, რათქმაუნდა გავლენას იქონიებს, ხვიჩა მარტო ფლანგს ვერ წალეკავს, თუ ამაზეა საუბარი. ხოლო რაც შეეხება რუის, მისი დონის და უკეთესის პოვნაც არ უნდა იყოს გადაუჭრელი პრობლემა. ამ ამპლუის საშუალო დონის ფეხბურთელების დეფიციტი ბაზარზე ნამდვილად არაა. გაუგებარია რა წინააღნდეგობებზეა საუბარი.
ამატაკი
21 დეკემბერი 2023 16:03
7
ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ემოციურად, სწრაფად გაცემული პახუხია. :) არ გაკადრებთ, რომ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვთ თქო.
მე დავწერე, რომ ,,ლაურენტისის ხელში, ერთიც სანატრებელი გვიხდება და მეორეც".
ანუ, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ჯერ რუი რაა და ის რა სანატრელია, მაგრამ მაგაზეც კი არ იზრუნა კლუბის პრეზიდენტმა, რომ გუნდი გაეძლიერებინა. და რუის არყოფნაში უფრო დასუსტდა ხვიჩას ფლანგი.
კიმის წასვლით კი, უფრო დასუსტდა დაცვა და იგივე ხვიჩას ფლანგი. წესიერი დამზღვევი რომ აღარავინაა დაცვის ცენტრში, მარცხენა ფლანგის მცველი ნაკლებად რისკავს ხვიჩასთვის დახმარებას.
გოგია
21 დეკემბერი 2023 17:22
1
ნეტა კვარა ეყიდა ლაიფციგს!
აჩი
21 დეკემბერი 2023 13:04
22
შარშან, სეზონის დასაწყისში, ელმასზე მთლად პოზიტიური განწყობა არ ჰქონდა გულშემატკივართა უმრავლესობას, რადგან ხვიჩას კონკურენტად მოიაზრებოდა.
მარიო რუის ხომ, ყოველი თამაშის მერე, კრიტიკა გამოწერილი ჰქონდა საქართველოდან, პასებს არ აძლევს ხვიჩასო.
ლაურენტისის ხელში, ერთიც სანატრებელი გვიხდება და მეორეც.
ასეთია ცხოვრება, წინააღმდეგობრივი. :))
გოგია
21 დეკემბერი 2023 12:37
4
მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაიჯეროს ვიღაცამ,რომ გუნდში ერთი ფეხბურთელი მეორეს სპეციალურად არ აძლვეს პასს.სექტაა
თემო
21 დეკემბერი 2023 15:31
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული