"მილანი" სტეფანო პიოლის სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს და მის შემცვლელად ანტონიო კონტეს დანიშვნას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელები პიოლის შუა სეზონში გათავისუფლებას განიხილავდნენ, თუმცა ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" ხელმძღვანელობდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.