"ნანობს, რომ გარსია გაათავისუფლა" - იტალიური გამოცემა დე ლაურენტისზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, "მონცასთან" მატჩის შემდეგ, დე ლაურენტისს მაცარისთან გარკვეული კითხვის ნიშნები გაუჩნდა და მიაჩნია, რომ გარსიას გათავისუფლება შეცდომა იყო, კინოპროდიუსერი ნანობს, რომ ფრანგ სპეციალისტს უფრო მეტი დრო არ მისცა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, სეზონის დასრულებისთანავე ვალტერ მაცარი "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
ასევე დაგაინტერესებთ