სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სუპერლიგაზე კიდევ უფრო ბევრს საუბრობენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ევროსასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ფიფამ და უეფამ 2021 წელს სუპერლიგის ფორმატის შექმნის დაბლოკვით კანონი დაარღვიეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, ეს საგანგაშოა და საფეხბურთო სამყარომ სუპერლიგის შექმნა არ უნდა დაუშვას.

"ჩვენ ნამდვილ ვკარგავთ ძველ, ოქროს ტრადიციებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა. მათ არ ესმით, რომ ხალხი ყოველთვის ნამდვილ ფეხბურთს ირჩევს.

ადამიანებს ოცნებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ პატარა
გუნდი დიდი გუნდის დამარცხებას ვერ მოახერხებს", - განაცხადა სპალეტიმ RAI-სთან ინტერვიუში.

alt"აი, ასეთი ადამიანია სპალეტი" - რა თქვა ბუფონმა

altგვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა

alt"გაინტერესებთ, "ნაპოლიში" მუშაობის დროს რა ვისწავლე?" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 13 /
რამდენი სულით მოღალატე ყავს საქართველოს! მაგალითად ნიკოს ვინც დისლაიქი დაუწერა! კაცი ამბობს: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ევროკავშირის და ნატოს წევრს, ერთიანს და წარმატებულსო,რომ არ დაეთანხმები ამას, სულით მოღალატე ხარ, აბა რა ხარ?!
გიპნოზა
31 იანვარი 2024 15:06
1
სპალეტის მონდომებით კვარადონა დაემსგავსა ჩვეულებრივ,ევროპელ ფეხბურთელებს.სპალეტიმ წინ და უკან სირბილით გადაწვა ხვიჩა და დღეს რასაც ვხედავთ ხვიჩას თამაშში ასეთი უკუსვლა მართლა მისი დამსახურებაა.თამაშში განსხვავების შემქმნელი და შემოქმედი კვარადონა ჩვეულებრივ გუნდურ მოთამაშედ აქცია.სხვა მოთამაშეებიც გადაწვა,ამიტომ უჭირს ნაპოლის.ამას იტალიელთა სამარცხვინო ღ.ორი ლაურენტისიც ემატება,რომელიც ხვიჩას დისკრიმინაციით შოულობს მილიონებს...ლაურენტისს უნდა შეუსრულო,მერე კი მშვიდობითო უნდა მიაძახო...
გიგა
02 იანვარი 2024 22:29
27
კვარადონაო და ამანაც დაიჯერა ხვიჩა არი ერთი რიგითი ფეღბურთელი ევროპისთვის
კახა
03 იანვარი 2024 21:46
4
მთელი საღად მოაზროვნე ევროპა აცნობიერებს საფრთხეს,გარდა ქართველი პროევროპელების. . თურმე რა ჯობია სუ რეალ ბარსელონას ყურებას. . . პატარა გუნდები კი თუ ამარცხებენ დიდებს,ეს ტოტალიზატორის ჩარევით ხდება თურმე. . .ევროპა საბჭოთა მენტალობით. . ანუ მთელი ევროპის სოციალ-დემოკრატია აღიარებდა ეროვნულ საკითხს გარდა ქართველი სოციალ-დემოკრატებისა. . . ვენაცვალე სტალინის სულს ,თორემ რა გველოდა მარტო ეშმაკმა უწყის. . . ეხლა იგივე მეორდება. . .
ნაპოლეონი
02 იანვარი 2024 18:26
18
რას ბოდიალობ?! და ვიღაცები რომ ლაიქებს გიწერენ... ძირს სტალინიზმი და საბჭოთა საქართველოზე ოცნება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ევროკავშირის და ნატოს წევრს, ერთიანს და წარმატებულს!
ნიკო
02 იანვარი 2024 21:19
14
სპალეტი თავიდან როგორ აკრიტიკებდა კვარას მიუხედავად კარგი თამაშისა ხომ გახსოვთ, რაც ჩვენში გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ ჩავარდნებზე პირველი დამცველი იყო. ასე რომ კარგი ადამიანია ეტყობა
suxumchanin
02 იანვარი 2024 17:37
1
იმედი არ უნდა დავკარგოთ რომ პატარა გუნდები დიდებს ვერ დაამარცხებენო?!
გიგლა
02 იანვარი 2024 16:43
3
...ფეხბურთის რა მოგახსენოთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, მალე ქართულ ენაზე აზრის გამართულად გამოთქმას ვეღარ მოვახერხებთ.
ქართლოაი
02 იანვარი 2024 19:32
0
ასეთი ადამიანები გვიჭერდა ქართულ სპორტში თუ გვინდა მსოფლიო დავიპყროთ...2024 წელი ასეთი ადამიანებით და მიდგომით დაწყებულიყოს საქართველოში რომ ქართულ სპორტს ეშველოს და ჭაობიდან ამოვიდეს სუფთა ჰაერში.....
ადამიანი
02 იანვარი 2024 16:10
4
ამ კაცს გულიც აქვს და გონებაც.
გიორგი
02 იანვარი 2024 15:13
2
კიდევ კარგად გაძლო ამან თურმე დე ლაურენტისთან, სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონიათ
nika
02 იანვარი 2024 14:56
2
ერთის მხრივ მართალია,რომ მდიდარი კლუბები კიდევ უფრო მდიდრდებიან.მეორეს მხრივ თუ გავარდნაზე იქნება პატარა გუნდები მოხვდებიან.
ლექსო
02 იანვარი 2024 14:20
0
ეს კაცი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს..
berg
02 იანვარი 2024 13:50
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული