კოტდივუარელი ფეხბურთელის თქმით, "წითელი ეშმაკები" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სამარცხვინოდ მოექცნენ.
"ის "მანჩესტერში" დაბრუნდა, როგორც ლეგენდა. პირადად ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ასე სამარცხვინოდ მოექცნენ. ეს ასე არ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა ბაილიმ.
შეგახსენებთ, რონალდომ "ალ ნასრის" რიგებში მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 24 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
"შოკში ვარ" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
ლეაო: შემიძლია რონალდოს დონეს მივაღწიო, მაგრამ ეგოისტი არ ვარ
2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი - რონალდო გოლების გატანას აგრძელებს [VIDEO]