მოგეხსენებათ, ვეტერანი ინგლისელი რამდენიმე დღის წინ "ბირმინგემის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
"რუნი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სანამ "ბირმინგემს" ჩაიბარებდა, გუნდი მე-6 ადგილზე იყო, ახლა კი მე-20 ადგილზე არიან.
მეორე მხრივ, მას საკმარისი დრო არ მისცეს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინა. თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მთავარი შედეგია.
დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" გაწვრთნის", - განაცხადა ბერბატოვმა.