"როგორც ვიცი, ტიმოშჩუკმა რუსეთი დატოვა და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას. მითხრა, რომ უკრაინელია და უკრაინა უყვარს", - თქვა ლუკენსმა.
ამერიკელი მწვრთნელის ამ კომენტარს უმალვე გამოეხმაურა რუსული პრესა და ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უარყო. Match TV წერს, რომ ეს ამბავი სრული სიცრუეა და უფრო მეტიც, ტიმოშჩუკი გუშინ KHL-ის მატჩზეც იმყოფებოდა, სადაც ერთმანეთს სკა და "ლოკომოტივი" უპირისპირდებოდნენ.
მოგეხსენებათ, ტიმოშჩუკი
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მან "ზენიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტი არ დატოვა და სანქტ-პეტერბურგში დარჩა, რის გამოც თავის ქვეყანაში მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვეს და არაერთი ადამიანის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.