მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ორ დღეს ქუჩაში დიდი სიამოვნებით გაატარებდა.
"დიდ ფულს გადავიხდიდი, რომ პურის საყიდლად გარეთ გასვლა შემეძლოს. ის, რაც ადამიანებისთვის ნორმალურია, დღესდღეობით ჩემთვის წარმოუდგენლად ითვლება.
რას გავაკეთებდი ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს? - ორ დღეს აუცილებლად ქუჩაში გავატარებდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანად ყოფნის შეგრძნება დავკარგე", - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, 25 წლის შემტევი პარიზულ კლუბში ყოველწლიურად 72 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მბაპემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
დღეს, "რეალი" მბაპეს სანაცვლოდ პსჟ-ს შეთავაზებას გაუკეთებს
"მბაპე თუ ჰოლანი? არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია" - რონალდო