"პსჟ-ში ამიტომ არ გამოუვიდა" - ხელაიფიმ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ჟურნალისტებთან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

ხელაიფის თქმით, "ლა პულგამ" საფრანგეთში საუკეთესო თამაში იმიტომ ვერ აჩვენა, რომ პარიზში "ბარსელონასგან" სრულიად განსხვავებული სიტუაცია დახვდა.

"მესიზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ლეო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისთვის "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი მარტივი არ იყო, რადგან "ბარსელონაში" ყველაფერი მესისთვის იყო მოწყობილი, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც მასზე იყვნენ ორიენტირებული, პსჟ-ში კი განსხვავებული სიტუაცია დახვდა", - განაცხადა ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, მესი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2021/2023 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში
ლეომ პარიზელთა რიგებში ჯამში 75 მატჩი გამართა, თავი კი 32 გატანილი გოლითა და 35 საგოლე პასით გამოიჩინა.

altცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ

altვერასდროს გამოიცნობთ, რა აჩუქეს ლეო მესის 2011 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ [PHOTO]

altჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

მკითხველის კომენტარები / 8 /
მესი ინიესტამ და ხავიმ შექმნეს. იმათ დროს მეც გავიტანდი სეზონში 20-25 გოლს.
კერძევაძე
10:12 16-01-2024
2
გუნდში მესი რომ მიგყავს და თამაში, სხვამ უნდა ააწყოსო,ამას იტყვი,წადი რა,ფეხბურთიდან.გარტყმაში არ არიან ფეხბურთის და თან,პირველობა უნდათ!ამიტომ ვერ გახდის ვერასოდეს,გრანდად,პსჟ-ს. ფული ყველაფერი არ არის.ზოგჯერ ფეხი და ტვინიც უნდა გაატოკო,მით უმეტეს,ფეხბურთში,სპორტის ყველაზე დემოკრატიულ სახეობაში.
სოსო
16:35 13-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული