"გასახდელში სიტუაცია ფულის გამო ირევა ხოლმე" - პეტიმ პერესს რჩევა მისცა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ Talksport-თან ინტერვიუში მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა და ფლორენტინო პერესი გააფრთხილა, რომ თუ "ბლანკოსი" კილიან მბაპეს გაიფორმებს, ამან შესაძლოა, გასახდელში არსებულ სიტუაციაზე უარყოფითად იმოქმედოს.

"მბაპე რომ ვიყო, საკუთარ თავს ვკითხავდი: თუ მართლა მსურს "რეალში" გადასვლა, ამას ხომ წელიწად-ნახევრის წინ გავაკეთებდი? თუ პარიზში დავრჩები, ვიქნები ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოაპოვებინებს.

ჩემი აზრით, არჩევანი "რეალსა" და პრემიერლიგას შორის უნდა გააკეთოს. წარმოგიდგენიათ, ბელინგემი და მბაპე ერთ გუნდში? ეს ნიშნავს, რომ კლუბმა ხელფასები უნდა გაზარდოს.

მბაპე
თავისუფალი აგენტი იქნება, ანუ უზარმაზარ ხელფასს მოითხოვს. იცით, ეს რა ცუდად მოქმედებს გასახდელში არსებულ სიტუაციაზე? ტოპ-ფეხბურთელებს სურთ, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაონ. როდესაც მოდის ახალი მოთამაშე და მას უფრო მაღალი ხელფასი აქვს. ეს ფეხბურთელებს შორის პრობლემებს ქმნის", - განაცხადა პეტიმ.

altრონალდო ლეგენდაა, თუმცა ყველას თავი მოაბეზრა - ემანუელ პეტი კრიშტიანოზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ნაპოლიზე და ხვიჩაზეა 100%!
ნაპოლიში მოჰყავთ ვიღაც უცნობი და 3 მლნ უხდიან და ამას უყურებს სერია A საუკეთესო ფეხბურთელი 1 მლნ ანაზღაურებით, რომელსაც მეტოქის დამცველები შეგნებულად ამტვრევენ.
ხმა ამოიღე, ხვიჩა! სულ (დაბერებამდე) გამგონი ბავშვი ხომ არ იქნები?...
გია_544
16:44 11-01-2024
1
რონალდუს გაცილებით მეტი ხელფასი ჰქონდა ვიდრე რეალის დანარჩენ ფეხბურთელებს, მაგრამ გასახდელში ამის გამო სიტუაცია არასდროს არეულა, 100-ჯერ მეტი სარგებელი მოუტანა რონალდუმ გუნდს რაც მასში დაიხარჯა,არც აზარის გამო არეულა სიტუაცია გასახდელში, მიუხედავად იმისა რომ აზარს ხელფასის 10 პროცენტის სარგებელიც არ მოუტანია გუნდისთვის. პეტის სადაც ეწვის გასაგებია, იგივე ურჩია ანრიმ მბაპეს, რონალდინიომაც იგივე უთხრა, ამ ყოფილ ბარსელონელებს ბოღმა ახრჩობთ, თუ მბაპე რეალში გადავა ერთი 10 წლიანი ჰეგემონია იქნება რეალის ყველა ტურნირზე
მამუკა
17:28 11-01-2024
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული