"ნაპოლის" ყოველთვის ძლიერი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. სხვადასხვა გუნდში მიმუშავია, "პარტენოპეის" კი ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს. მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა მაისურისთვის ითამაშონ. მართალია, დღეს აგენტებს უფრო დიდი უფლებები აქვთ, ვიდრე გასულ წლებში. როდესაც მოედანზე ხარ, "ნაპოლისთვის" უნდა ითამაშო. სწორედ ამას ვეტყვი კვარაცხელიას და ოსიმენსაც. როდესაც სავარჯიშო ბაზას დატოვებ, აგენტთან შემდეგ ისაუბრე, დანარჩენი არ მადარდებს.
ვნახავთ
ისევ ვგრძნობ თუ არა დე ლაურენტისისგან ნდობას? საერთოდ არ მაინტერესებს, მე მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.
იმსახურებს თუ არა მეტ დროს ოსტიგორი? ძირითად თერთმეტეულს გამორჩეული სახელის მქონე ფეხბურთელებით არ ვაკომპლექტებ, ვენდობი მოთამაშეებს, რომლებიც კონკრეტული მატჩისთვის საუკეთესოდ არიან მომზადებული", - განაცხადა მაცარიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი
მაცარი: კვარაცხელია მსაჯებისგან დაცვას საჭიროებს - რაში გვჭირდება VAR-ი?