კონფლიქტი ნიგერიის ნაკრებში - ოსიმენი ჭირვეულობს?

AutoSharing Option
აფრიკის თასის პირველ ტურში ნიგერიამ მოულოდნელად ვერ შეძლო ეკვატორული გვინეის დამარცხება და ფრეს (1:1) დასჯერდა. ამ მატჩში გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ მან კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.

areanapoli-ს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ მუსა გუსაუმ მოთამაშეები ინდიფერენტულობაში დაადანაშაულა და გამოლანძღა.

A ჯგუფში 18 იანვარს ნიგერია მეორე ტურში კოტ-დ’ივუარს შეხვდება, რომელმაც გვინეა-ბისაუს 2:0 სძლია და თუ ვერ მოუგო, მერვედფინალში გასვლა გაუჭირდება.

პრობლემა წარმოიქმნა ოსიმენთან დაკავშირებით, რომელიც ირწმუნება, რომ კუნთის მცირე ტრავმა აქვს და დღეს თავის დაზღვევის მიზნით არ
ივარჯიშა. შესაძლოა, ვიქტორი გაბრაზებულია და ჭირვეულობს, თუმცა, როგორც იტყობინებიან, კოტ-დ’ივუართან უთუოდ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოსიმენს თავში ძალიან აუვარადა და ჰგონია, რომ ყველა ვალდებულია მის წინაშე
მახო
21:17 16-01-2024
1
აფრიკელი რასისტები ჩაგრავენ ოსიმენს, ალბათ.
ქ. გ.
03:05 17-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული