"ნეაპოლში ისტორია უკვე დავწერე, ახლა ერთი მიზანი მაქვს" - რა განაცხადა ოსიმენმა?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა ფრანგულ გამოცემა AFP-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ნიგერიელის თქმით, მან "პარტენოპეისთან" ერთად ისტორია უკვე დაწერა, ახლა კი აფრიკის თასის მოგებაზე ფიქრობს.

"კონტრაქტის გახანგრძლივება "ნაპოლისთან"? კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

აფრიკის თასის მოგება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იქნებოდა. "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონი გავხდი, მე ისტორია დავწერე, კარიერაში ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ თუ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასს მოვიგებ, ჩავთვლი, რომ მთავარი მიზანი უკვე შესრულებული მაქვს", - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ოსიმენმა "ნაპოლისთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სადაც გამოსასყიდ თანხად 120/130 მილიონი ევროა მითითებული.

altკონფლიქტი ნიგერიის ნაკრებში - ოსიმენი ჭირვეულობს?

altკვარაცხელია და "ნაპოლი" საუდის არაბეთში არიან - ოსიმენის ჩანაცვლება და ოლივერას დაბრუნება...

alt"კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი მათ სჯობს" - მონტოლივო სერია A-ში წლევანდელ ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩას მოსვლამდე 3 წელი იყავი ნაპოლიში. რატომ ვერ დაწერე ისტორია?
ქ. გ.
13:29 17-01-2024
4
კვარა სანამ ნაპოლიში გადავიდოდა რადარებზე საეროდ არ ჩანდა ოსიმენი, რაც მართალია - მართალია!
ლაშა
13:47 17-01-2024
3

სიახლეები პოპულარული