"ამას გადაჭრით ვაცხადებ" - დე ლაურენტისმა "ნაპოლის" სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. კინოპროდიუსერის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლი" მინიმუმ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.

"ნაპოლი" გამარჯვების გზას უნდა დაუბრუნდეს. გვსურს, რომ ჩემპიონები კიდევ გავხდეთ. გასაგებია, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ მცირე გადატვირთვა გვჭირდებოდა. 2004 წლიდან დღემდე ვაჩვენებთ, რომ ნეაპოლს შეუძლია უდიდეს წარმატებას მიაღწიოს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ორ ან სამ ფეხბურთელს დავიმატებთ, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "სალერნიტანადან" პასკუალე მაძოკი შეიძინა. იტალიური გამოცემების ცნობით კი, "პარტენოპეი" სულ
მალე ჰამედ ტრაორესაც დაიმატებს, კოტდივუარელი შემტევი ამჟამად "ბორნმუთის" რიგებში ირიცხება.

altდე ლაურენტისი ურჩ ზილენსკისა და პოლიტანოს სჯის

altტაქსით სახლში - დე ლაურენტისი კვარაცხელიას და ოსიმენს შეახვედრებს

altდე ლაურენტისი "ტოტენჰემისთვის" მცველის წართმევას ცდილობს - "ნაპოლი" "ჯენოას" ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 13 /
2, 3 ან სულაც 4 ფეხბურთელს დაიმატებს სულ რაღაც 10 ლიმონად.
vai vai
17 იანვარი 2024 21:55
0
და მაგას ეძახის გაძლიერებას
ნიკო
18 იანვარი 2024 10:10
0
კიმი ,ელმასი ,გაუშვა და უკეთესს ვის ყიდულობს .
ტიტე
17 იანვარი 2024 20:58
1
გაუშვა კი არა გაყიდა. გაუშვა არა..
ზაალ
18 იანვარი 2024 17:50
0
Ეს ტოტალიზატორებზე მუშაობს, აფერისტია!
Zaza
17 იანვარი 2024 20:16
1
გუნდს ტიპური მუშა/ჩამშლელი საყრდენი და ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი ჭირდება და ყველაზე მეტად გუნდს ამ პოზიციებზე ესაჭირობა გაძლიერება. ეს 2 ნამატიც ასეთუ ისე კარგი შევსებაა განსაკუთრებით მარჯვენა ვინგერი ნგონგი რომელსაც მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქ შეგდებული მოკრძალებულ ვერონას რიგებში და ვფიქრობ ის პოლიტანოს გადასვავს სკამზე.
Cleopatra's Lover
17 იანვარი 2024 17:32
3
როცა ჯუნტოლი გუნდიდან წავიდა, მაშინ დავწერე, რომ ნებისმიერ ფეხბურთელზე უფრო მეტს ნიშნავდა ის სპეციალისტი გუნდისთვის.
მაგრამ წუწურაქმა ლავრენტამ არ დამიჯერა. :)
გოგია
17 იანვარი 2024 17:11
3
chakve zelenskis nacvlad
zura
17 იანვარი 2024 15:48
2
Jartebis she groveba daiwyo.juntilo ar unda gaeshva am wuwuraqs.fexburtelebi gchirdeba biziko da ara karatistebi.
Gia
17 იანვარი 2024 15:25
6
ისე აზაროვი რომ იყიდოს არ უნდა, იაფად და ხარისხიანად გამოუვა კაი ტრანსფერი! ჩაკვეტაძესაც ვურჩევდი
ბეჟო
17 იანვარი 2024 14:52
2
ზელინსკის ჩაკვეზე კარგად ბევრი ვერც ჩაანაცვლებს, თანაც ეხლა მაგარ ჯანზეა და ადგილის დამკვიდრება შედარებით მოსუსტებულ ნაპოლიში არ გაუჭირდება.
pablo
17 იანვარი 2024 15:39
2
მესამე თურმე შოტლანდიური "არბროთი"დან ყოფილა! არ ამხელენ.
პპპ123
17 იანვარი 2024 14:33
2
აურელიო! შენ რომ ფეხბურთი გესმოდეს, ტრაორეს შეიძენდი? ტიპს ზედმეტი წონის პრობლემა აქვს. სირბილი კი არა, სიარული უჭირს.
ქ. გ.
17 იანვარი 2024 14:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული