"საშინელება ჩავიდინე და მინდა ამაზე მოგიყვეთ, მაპატიეთ..." - "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის შოკისმომგვრელი აღიარება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავმა კაილ უოკერმა The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუღლეს რეალითი -შოუს ვარსკვლავთან, ლაურინ გუდმენთან ღალატობდა და ქერა ლამაზმანის 2 შვილის მამაც გახლავთ.

უოკერმა თავის ყოფილ მეუღლესა და 3 შვილის დედას, ენი კილნერს, ბოდიში მოუხადა.

პრემიერლიგის გამორჩეული მცველის თქმით, გასულ ზაფხულს "სიტის" დატოვება და "ბაიერნში" გადასვლა არ სურდა, თუმცა ინგლისიდან გაქცევას ცდილობდა.

"იდიოტობები ჩავიდინე და სულელური გადაწყვეტილებები მივიღე. წარმოდგენაც არ მინდა, ახლა ჩემი ყოფილი მეუღლე რას გრძნობს.

ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. თუმცა მსურს, ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები
გამოვასწორო.

გასულ ზაფხულს ვცადე, რომ გავქცეულიყავი. მსურდა თუ არა "მანჩესტერ სიტის" დატოვება? - რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ.

თუმცა "ბაიერნში" ტრანსფერი იყო შანსი, რომ ინგლისიდან გავქცეულიყავი", - განაცხადა უოკერმა.

altკაილი უოკერი, პირველი ინგლისელი "მეკარე" 2016 წლიდან, რომელმაც ეს მოახერხა...

altმცველის მეკარეობა არ არის სახუმარო საქმე - უოკერი მარჯვედ იდგა

altუოკერი პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 5 /
შოკში ვააააარ... ;)
ვვვ
15:56 29-01-2024
2
ესეთი რამის დაწერას თუ აპირებთ არ უნდა გაგვაფრთხილოთ რამდენიმე დღით ადრე მაინც...რამდენს უძლებს ადამიანი...ქვა არის ადამიანი ქვა...
დალი
18:35 29-01-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული