"ჩავიბარებ თუ არა "ბარსელონას"? - რა განაცხადა მიკელ არტეტამ

AutoSharing Option
გუშინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "არსენალის" თავკაცის, მიკელ არტეტას დანიშვნას განიხილავდა და მხარეები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. არტეტას თქმით, ეს ინფორმაცია ყალბია და უახლოეს მომავალში "მეთოფეების" დატოვებას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია სიყალბეა. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ადგილი უსაფუძვლო ბრალდებებს აქვს. როდესაც ჟურნალისტი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, სიფრთხილეა საჭირო. "არსენალში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ხელმძღვანელობასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და აქ ყოველი წამით ვტკბები", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ამჟამინდელმა თავკაცმა
ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რავი ძმაო ამ კაცმა თვითონ ააწყო ეს არსენალი, ამდენი ხნის პაუზის მერე დააბრუნა ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ძლივს გუნდს დაამსგავსა არსენალი და ეს თუ აქედან წავიდა და დაშლილი ბარსელონას აწყობა დაიწყო აღარ ყოფილა საშველი. ჩემი აზრით არც არტეტა და არც მითუმეტეს კლოპი ეგეთ გუნდში არ წავა. ბარსა უფრო მოძებნის საშვალო დონის მწვრთნელს, რომელსაც ბევრს არ გადაუხდიწ, მაგრამ გამოცდილება ექნება: დე ძერბი აბ მოტა! არც ლუის ენრიკეა პსჟ დან წამომსვლელი ჯერ. ბარსას ფანებს რომ კითხო კლოპი მიყვანილი ყავთ უკვე
მურთო
11:21 30-01-2024
1

სიახლეები პოპულარული