"ხვიჩაზე მრავალმხრივია" - ნეაპოლელმა ჟურნალისტმა "პარტენოპეის" შემტევის დამატება ურჩია

AutoSharing Option
Arenapoli-ს ჟურნალისტმა ალესანდრო დ'არიამ "ნაპოლის" კოტ დ'ივუარის ნაკრების შემტევის, კარიმ კონატეს შეძენა ურჩია.

მისი თქმით, 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას იდეალურად შეცვლიდა.

"კონატე ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე.

ის უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ქართველი. შემთხვევითი არ არის, რომ "ზალცბურგმა" აფრიკელი ტალანტი პირველ გუნდში დააწინაურა. იგი ავსტრიის მეორე ლიგაში თამაშობდა, სადაც 18 მატჩში 15 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ვფიქრობ, დე ლაურენტისისთვის საინტერესო კანდიდატურა უნდა იყოს", - განაცხადა დ'არიამ.

შეგახსენებთ, კონატეს "ზალცბურგთან"
კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისს ეწურება.

altრას ჰგავდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და როგორია პერსპექტივა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჰოდა ამიტომაც არ არის ამ ქორვაჭრების ნაპოლი ხვიჩას ღირსი
გიორგი
31 იანვარი 2024 00:58
2
მართლაც არ ხართ მაგაზე უკეთესის ღირდი.
გფფ
31 იანვარი 2024 00:37
3
წარმატებებს ვუსურვებ,ოღონდ ხვიჩა გაუშვას,დე ლაურენტისმა.
სოსო
30 იანვარი 2024 20:40
2
ასეთ ხვიჩაში გროშ კაპიკის გადამხდელი არავინ არ არის.ვერ ხედავთ სიყვარულშია გადავარდნილი.
ჩემი აზრით
30 იანვარი 2024 20:38
36
და აქ აზრი სადაა ?
???
30 იანვარი 2024 22:25
2
კაცს 10 თვეა კარებში წესიერად ვერ დაურტყავს და ინგლისში ვინ წაიყვანს თანაც ტოპ კლუბში.ვერ ხედავთ როგორ გამოშტერდა სიყვარულისგან.ვისაც ეს უხაროდეს იმის დე.. მაგრამ ფაქტია და ვერაფერს იზავ.
ასეა ეს
30 იანვარი 2024 20:25
20
ოდნავ მაინც თუ აქვს ადამიანს ფეხბურთის გრძნობა, და არა ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტით მიღებული სტატისტიკური კვლევის შწდეგები და ასე.შ, ვგულიხმობ ცოცხალ გრძნობას და მიუკერძოებელ აღქმას, მიხველდებოდა რომ ხვიჩა დიდი ფეხბურთელია! უბრალოდ მახსენდება რომ ამ გუნდში, ნაპოლიში მხოლოდ ზელინსკი როგორც რაღაც ლანდი დიდი ფეხბურთელის, ოდნავ მაინც უახლოვდებოდა კვარას ჩანაფიქრებს გათამაშებისას, მხოლოდ ეგ იყო, ვისაც შეეძლო ორჯერ სამჯერ მაინც , სწრაფ ტემპში, მოკლე მონაკვეთზე"კედელი" გაეთამაშებინა კვარასთან, დანარჩენები ვერ იგებენ მის ჩანაფიქტებს, უბრალოდ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ნიჭი, უნარები. როგორც კი ხვიჩა დიდ ოსტატებთან აღმოჩნდება , იფრენს! ამაშია საქმე. მთავარია არ მიეჩვიოს ამ გუნდს ისე, რომ იფიქროს იქნებ, ვაი და აღარ გამომივა დიდ გუნდშიო. ხვიჩას ძალა მის რწმენაშია! მას ყველაფწრი გამოუვა, თუ ისევ ირწმუნებს რომ ტოპ ფეხბურთელია, უდიდესი ტალანტი! მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ და მჯერა, რომ ეს კაცი დიდ სახელს დატოვებს ფეხბურთში! წინ ხვიჩა, გაგიმარჯოს მეგობარო , ც
C
30 იანვარი 2024 16:57
7
!!!...
30 იანვარი 2024 22:34
2
ხვიჩა ძლიერ გუნდში კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ნაპოლიში კი მხარს ვერ უბამენ. მარტო ხვიჩა 3 კაცს აკავებს, ამ დროს კი სხვებმა უნდა იმოქმედონ, მაგრამ....
ალექსანდრე
30 იანვარი 2024 16:45
6
რეებს ბოდიალობს ეს დარია თუ ავდარია D ავსტრიის მეორე ლიგაში (!) კვარა 18 კი არა 38 გოლს გაიტანდა და 30 საგოლე პასს გააკეთებდა D ისე ოღონდ წავიდეს ნაპოლიდან კვარა და ვინც უნდათ ის იყიდონ გვკიდია ჩვენ !
zura222
30 იანვარი 2024 15:59
5
ხო აღარ იციან როგორ დასტრესონ მაგრამ არ გამოუვათ გადავა ინგლისში და მიხვდებიან რა დაკარგეს
გიორგი
30 იანვარი 2024 17:20
6
ნამდვილად, რადგან ხვიჩინიო ზაფხულში გუნდის დატოვენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია!
ლაშა
30 იანვარი 2024 14:18
6
უმადურ ხალხს დიახაც უნდა მოშორდეს..
ძალიან კარგიი
30 იანვარი 2024 21:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული