"როდესაც ეს ვთქვი, გამანადგურეს" - ხავი "ბარსელონას" ქომაგებზე გაბრაზებულია

AutoSharing Option
27 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონასა" და "ვილიარეალის" (3:5) მატჩის შემდეგ, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, კატალონიელთა გულშემატკივრები მას ზედმეტად ბევრს აკრიტიკებდნენ.

"როდესაც აქ მოვედი, ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. განვაცხადე, რომ გუნდის შენება ახლიდან იწყებოდა, თუმცა ამის გამო გამანადგურეს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლა ლიგა 12-ქულიანი უპირატესობითაც რომ მოვიგო, ჩემს მიღწევებზე არავინ ისაუბრებს", - ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და
პირველადგილოსან "ჟირონას" 11 ქულით ჩამორჩება.

altხავი: ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს, ეს დასასრულია

altხავი: ახლა "ბარსელონას" 6 ქულით მეტი უნდა ჰქონდეს

alt"ბარსელონამ" შესაძლოა, ხავი გაათავისუფლოს - სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარტოფილს რო ჩაყრი ქვაბში,ნუტელას მოასხავ და ხემელ სუნელს დაამატებ მერე რაც არ უნდა უქნა კარგ საჭმელს ვერ გამოიყვან და სამზარეულოში ცხვირი არ უნდა შეყო მეტად.
დაახლოებით მასეთ საჭმელს გავს ბარესელონა
Levani
15:28 31-01-2024
2
ჩავი! შენი თავი ბარსაში ამოწურე და გაუდექი საუდისკენ ჯობია! რაც არ უნდა "ააშენოთ და გადააშენოთ", აღარ გამოვა ის ბარსელონა, რაც იყო ლეო მესის დროს! ამიტომ შენც თუ მოგყვება აფერისტი ლაპორტა, მთლად უკეთესი იქნება! ორივემ დაახვიეთ!
ლაშა
17:40 31-01-2024
5

სიახლეები პოპულარული