"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ ზაფხულში შესაძლოა, "ნაპოლი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორი ვალტერ დე მაჯო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს სთხოვს.

"არ არის გამორიცხული, რომ კონტემ "მილანი" ჩაიბაროს. ამ საკითხს ანტონიოს მეუღლე გადაწყვეტს. თუ პიოლის გაათავისუფლებენ, "პარტენოპეი" მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანოს შესთავაზებს.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ კონტე "ნაპოლის" ჩაიბარებს, დე ლაურენტისის ნომერ პირველი სამიზნე რომელუ ლუკაკუ იქნება", - განაცხადა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 27 მატჩი
გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვლავ სერია A-ში - ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

altკონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

altკონტემ დე ლაურენტისს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰა ჰაა ლუკაკააააააა!! ))DDD მაგარია იმენა რა
:D
31 იანვარი 2024 21:12
1
შარშან "ინტერში" ლუკაკუს როგორი სტატისტიკა ქონდა?!
Ზაზა
31 იანვარი 2024 18:10
1
იღბლიანი რომ დაიბადები რა ლუკაკუზეა ზუსტად ნათქვამი, ყველაზე მეტი ფულია გადახდილი ლუკაკუში ფეხბურთის ისტორიაში და ვინმეს სადმე თუ გინახავთ ლუკაკუს ფაქტორი გადამწყვეტი ყოფილიყოს რომელიმე გუნდში, სადაც ითამაშა ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა და ეს მწვრთნელები რამ გააგიჟა ამ ლუკაკუზე არ ვიცი
მამუკა
31 იანვარი 2024 17:32
4
ეგრეთ წოდებული ატკატი
qartveli
31 იანვარი 2024 20:48
1
ლუკაკუ კი არა ვოლსკის ყიდვა უნდა თურმე, მზერით აშეშებს ადგილზე მოწინააღმდეგეებსო. ბურთს კეფით კენწლავს თურმე მოსკოვის "მავზოლეუმში".
ტიჯანი იპოლიტეს ასული ბაბანგიდა-სტალინა
31 იანვარი 2024 17:13
8
ლუკაკუ კარგია მაგრამ პირველ რიგში მთელი დაცვაა შესაცვლელი ნაპოლიში და ნახევარდაცვაც არ ბრწყინავს
zura222
31 იანვარი 2024 14:56
2
ეხლა ბოლო მონაცემებით, რაც 3 მცველიან ტაქტიკას გაუშინაურდნენ, დაცვა ისეთი საშინელი აღარაა, ეხლა გამოჩნდა რომ ნახევარდაცვაა გადასაწყობი ამ ტაქტიკაზე რადგან ფაქტიურად 2 ნახევარმცველი რჩება ცენტრში, შემტევი ნახევარმცველი აღარაა და ორი საყრდენი უნდა, არც ჟელინსკია რეალურად საყრდენი და ლობოტკაც მარტო ვერ გაუქაჩავს... აი ანგისა და ლობოტკა ცენტრში თუ ცოტა ფორმაში იქნენ კიდე შეიძლება, ჟელო კი მიდის, წინ ოსიმენი ან ვინც მოვა მის ნაცვლად ვინმე ნორმალური და კვარა პოლიტანო აქეთ იქიდან ცენტრისკენ შეწეული გარემარბებ-თავდამსხმელები... არ იქნება ურიგო წესით. ან მაქსიმუმ კააააი საყრდენი ერთი ჩამშლელი და ერთი გამთამაშებელი... არეულბასაც მიახრჩობენ და გაისად ისევ დამანგრეველი იქნება გუნდი, სულ აღარ დაჭირდეს შეიძლება მწვრთნელის შეცვლა :დ
რა მაფიაა?
31 იანვარი 2024 17:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული