კონტემ დე ლაურენტისს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

AutoSharing Option
გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ "ნაპოლის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უკვე აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას Libero ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" კონტეს 3-წლიან კონტრაქტსა და ანაზღაურების სახით ყოვეწლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა აურელიომ 54 წლის სპეციალისტის დარწმუნება მაინც ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

altIl Mattino: კონტემ დე ლაურენტისს კოლოსალური მოთხოვნები წაუყენა

altრაღაც დალპა დე ლაურენტისის "სამეფოში" - მივა კონტე და დარჩება თუ არა

კვარაცხელია?
მკითხველის კომენტარები / 9 /
არავის სურს არაადეკვატურ და წუწურაქ ლავრეტასთნ ურთიერთობა....
Კონტეს ვარიანტი ადრეც იყო,მაგრამ მაშინ ფული ვერ გაიმეტა...ეხლა ნაპოლი ისეთ ჭაობშია,8მილიონიც კი არ უნდა კონტეს,არ უღირს სახელის გაფუჭება....
ზურა ზურა
14:08 13-01-2024
0
გიჟები არიან, მე 1 მილიონად გავრწვრთვნი.
ზაქრო
13:22 11-01-2024
1

სიახლეები პოპულარული