"ვალენსია" გამორჩეულმა ფეხბურთელმა უფასოდ დატოვა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ღამურებთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა და "ინდიელებთან" ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, პაულისტა "ვალენსიას" 2017 წელს, ლონდონის "არსენალიდან" შეუერთდა და მესტალიელთა ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდა. გაბრიელმა "ღამურების" მაისურით ჯამში 176 მატჩი გამართა და თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altლონდონის "არსენალს" გაბრიელ პაულისტა უნდა

altშტატების ჩემპიონატები. პაულისტა და კარიოკა: კარიოკა სენსაციებით განახლდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვალენსია ფინანსურ კრიზისშიაო და ასე უკაპიკოდ გაუშვეს?ეტყობა არც ისე ძალიან უჭირთ.ისედაც სუსტ დაცვას,კიდევ ეს უნდოდა?გუნდმა თითქოს რაღაცის დამსგავსება დაიწყო და ღმერთმა ქნას,ისევ არ დაიშალოს.
სოსო
12:52 31-01-2024
0
პაულისტა წავიდა, მოსკერაც გაუშვან, პრინციპში დიახაბიც რაღად უნდათ. მალე ბარახას მოუწევს ცენტრალურ მცველად დადგომა. ამ გუნდს საერთოდ ყავს პატრონი?!
სტუმარი
18:17 31-01-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული