"დღესდღეობით პატარა კლუბები "ოლდ ტრაფორდზე" შიშის გარეშე თამაშობენ.
"მანკუნიანელები" სატრანსფერო ფანჯარაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ, ყიდულობენ არაფრის მაქნის ფეხბურთელებს. თუ მოთამაშეში 100 მილიონ ევროს იხდი, რატომ არ ყიდულობ ნეიმარს ან მის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ?" - განაცხადა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ნახევარმცველი "წითელი ეშმაკების" რიგებში 2007/2015 წლებში ირიცხებოდა და 2008 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.