"ნაპოლი" სუპერლიგაში გაწევრიანდა, ინგლისური კლუბები საერთოდ არ მანაღვლებს" - რას აცხადებს ჟოან ლაპორტა?

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან იმ კლუბების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ახალ ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.

"დათანხმდებიან თუ არა ინგლისური კლუბები სუპერლიგაში მონაწილეობას? - საერთოდ არ მანაღვლებს. "ბარსელონასა" და "რეალის" გარდა, ჩვენს ლიგაში "ინტერი", "მილანი", "ნაპოლი" და "რომაც" გაწევრიანდნენ. ასევე ჰოლანდიური კლუბები - "აიაქსი", პსვ და "ფეიენოორდი", - განაცხადა ლაპორტამ კატალონიურ გამოცემა Rac1-თან ინტერვიუში.

კლუბები, რომლებმაც სუპერლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს:

"ბარსელონა", მადრიდის "რეალი", "ინტერი", "მილანი", "ნაპოლი", "რომა", "მარსელი", "სპორტინგი", "ბენფიკა", "პორტო", "აიაქსი", "ფეიენოორდი", პსვ, "ბრიუგე", "ანდერლეხტი".

alt

რაიკაარდის მეორედ დაბრუნება? - ლაპორტას ნიდერლანდელთან თანამშრომლობა სურს

altლაპორტას "ბარსელონას" მწვრთნელად ფლიკის დანიშვნა სურს

altცივი ომი ლაპორტასა და პერესს შორის - ბარსას პრეზიდენტი რეალის ბოსზე განაწყენებულია

მკითხველის კომენტარები / 25 /
მაშინ ტორპედოც უნდა მიიღოთ, დინამო გვავს დამარცხებული.
სა–მართალი
04 თებერვალი 2024 17:03
0
მარსელი,სპორტინგი,პსვ,ბრიუგე,ანდერლეხტი... ამათ შეუერთდება ფენერბახჩე,სივასპორი,შტურმი,გორის დილა და წავიდააა.სუპერლიგას ქმნიან თუ ჩ.ლ.-ს სახელის გაგონება აღარ უნდათ.მართლა სუპერ ლიგას თუ აკეთებენ გუნდებიც შესაბამისი უნდა იყოს
გელა
04 თებერვალი 2024 08:57
1
დიმამოს არ მიიღებთ?ფეუნორდიც და ინტერიც დამარცხებული გყვავს
მოსეხონელი
04 თებერვალი 2024 08:26
1
და რა არ მოგწონთ სუპერლიგაში? არ ჯობია ყოველკვირა უყურო მაგალითად ინტერის და რეალის თამაშს,ვიდრე იგივე დინამოსა და ცრვენა ზვეზდას ფაფხურს მოედანზე?
თუ მოახერხებენ დიდი თანხის მოზიდვას,განა ასეთი ტურნირები არ სჯობია კორუმპირებული უეფას და ფიფას მიერ ჩატარებულ ტურნირებს? ენბიეი და ენეიჩელი წლებია არსებობენ და ამითი არ მოკვდა არც კალათბურთი და ჰოკეი.პირიქით ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდა შანსი ზრდის და კარიერის გაკეთების.ატავითარი კორუფცია და ჩაწყობილი თამაშები.ყოველ ტურში დაძაბული ბრძოლა და ინტრიგა. მეტი რა გინდა თუ სპორტი გიყვარს, თუ არა და დღეს ხომ დატკბით მონზასა და უდიინეზეს "სანახაობრივი" მატჩით?
Walter White
04 თებერვალი 2024 00:21
8
დათა თუთაშხიას
ოკი, მე თურმე ბალეტი და ფეხბურთი ვერ განმისხვავებია))) მაშ თქვენც ვერ ასხვავებთ ლიტერატურულ პერსონაჟსა და რეალურ ყაჩაღებს.
თუ სერიოზულად - რა შუაშია ინგლისი მე2 და მე3 ლიგა,თუ "ჩიხურა" და ომსკის "ტრაქტორნიჟმიასკომბინატი"? სუპერლიგა რა, კრძალავს ეროვნული პირველობის ჩატარებას? თუ სტრუქტურულად როგორც ენბიეიშია , პირიქით, აძლიერებს დაინტერესებას სტუდენტური თუ დაბალი ლიგების მიმართ? თუ არ ფლობთ სრული ინფორმაციით, შეისწავლეთ საკითხი ანდა დაინტერესდით.
Walter White
04 თებერვალი 2024 15:16
1
ეჰ, მეგობარო, შენ ბალეტი და ფეხბურთი ერთი და იგივე რომ გგონია, ვეღარავინ აგიხსნის, რატომ ჯობია სტადიონზე სიარული ტელევიზორში დანახულ თუნდაც სუპერ გუნდების თამაშს. უბრალო მაყურებელსა და გულშემატკივარს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და შენი ლოგიკით ბარსელონას და რეალის გარდა სხვს გუნდების თამაშებზე არავინ უნდა დადიოდეს. არა და, უამრავ მეორე და მესამე ლიგის გუნდების თამაშებზე ინგლისში, გერმანიაში, იტალია იქნება თუ საფრანგეთი, იმაზე ბევრად მეტი ადამიანი დადის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. იმავე შენს მიერ დაწუნებულ მონცას და უდინეზეს თამაშებზე ათიათასობით ადამიანი დადის. ისინი უყურებენ და გულშემატკივრობენ მათ თამაშებს, იმიტომ რომ მათი გულშემატკივრები არიან. მე იმ გუნდის თამაშებს ვუყურებ, რომელსაც ვგულშემატკივრობ, ამიტომაა ჩემთვის უდინეზეს თამაში უინტერესო და არა იმიტომ, რომ კარგად ან ცუდად თამაშობს. თუმცა როდესაც გულშემატკივარი არ ხარ, ძნელია ეს ყველაფერი გაიგო და სუპერლიგის იდეაც უბრალოდ სეირის მაყურებლებისთვის ლოგიკურია, რომ საინტერესო იყოს.
დათა თუთაშხია
04 თებერვალი 2024 13:43
0
ყველა გამოხმაურება
იმედია სუპერლიგა არ ჩატარდება
dato
03 თებერვალი 2024 18:05
10
ფეხბურთი ვეღარასდროს იქნება ის რაც 15-20 წლის და უფრო დიდი ხნის წინ იყო. სამწუხაროდ.
სამწუხაროდ
03 თებერვალი 2024 17:03
1
რამხელა ბურვაკის თავი აბია ამ დეგენერატს?
გიგა
03 თებერვალი 2024 16:07
3
ბრიუგე რომ იქნება, ის რანაირი სუპერლიგაა ?
ზაქრო
03 თებერვალი 2024 16:07
1
Fifia gariske, mainc ver sad shedixar da iqneba da migvigon.daureke laportas,chvenc amovisuntqavt da shenc.moyare afrikidan 500dolariani fexburtelebi.dafacurdi sanam droa.
Gia
03 თებერვალი 2024 14:59
2
ესენი იმდენს იზავენ, რომ ევრო ტურნირები აზრს დაკარგავს ყველას ბოიკოტს გამოუცხადებენ და მოკვეთენ რუსებივით, დარჩება ბრიტანელებს ყველაფერი...
Givi
03 თებერვალი 2024 14:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული