ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აფრიკის თასის ფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები მასპინძელ კოტ-დ’ივუართან 1:2 დამარცხდა.

სტუმრები პირველ ტაიმში ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და მესამედ გახდნენ ჩემპიონები. ამ გუნდს, რომელიც ჯგუფიდან ძლივს გავიდა (ნიგერიამ 1:0 მოუგო), ტურნირისას გადაყენებული ჟან ლუი გასეს ნაცვლად მისი თანაშემწე ემერს ფაე ხელმძღვანელობდა.

ნიგერიას ტურნირზე ფინალამდე არ წაუგია, მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ოსიმენს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.

აბიჯანი. „ოლიმპიკ ალასან უატარა“
ნიგერია - კოტ-დ’ივუარი 1:2
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (38), 1:1
კესიე (62), 1:2 ალერი (81)

altოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეგონა მარტო ევროპას უჭირდა, როგორც ვხედადავ თქვენ რომ იცით იმან ყველა კონტინენტზე შეაღწია, რა უნდა ვთქვათ, წინ დიდი ცვლილებებია, მომავალს მაინც ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ, ღმერთო დაიფარე კᲝბრიობა საყოველთაო გამო****ბისაგᲜ....
ელგუჯა
17:49 12-02-2024
1
ლუქსემბურგთან რომ გამოვარდებით, მაშინ ჩვენ გავიხარებთ.
ნიგერიელი
09:19 12-02-2024
43
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული