აფრიკის თასის ფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები მასპინძელ კოტ-დ’ივუართან 1:2 დამარცხდა.
სტუმრები პირველ ტაიმში ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და მესამედ გახდნენ ჩემპიონები. ამ გუნდს, რომელიც ჯგუფიდან ძლივს გავიდა (ნიგერიამ 1:0 მოუგო), ტურნირისას გადაყენებული ჟან ლუი გასეს ნაცვლად მისი თანაშემწე ემერს ფაე ხელმძღვანელობდა.
ნიგერიას ტურნირზე ფინალამდე არ წაუგია, მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
ოსიმენს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
აბიჯანი. „ოლიმპიკ ალასან უატარა“
ნიგერია - კოტ-დ’ივუარი 1:2
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (38), 1:1 კესიე (62), 1:2 ალერი (81)
ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
გუნდელებსაც და მოწინააღმდეგესაც. საინტერესოა ვინ გონია თავი!