"დიდებულად ითამაშა" - ლუნინმა ანჩელოტი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეალმა" სტუმრად "ლაიფციგი" 1:0 დაამარცხა. "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. იტალიელმა სპეციალისტმა უკრაინელი კარის დარაჯის, ანდრეი ლუნინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"რთული მატჩი გამოვიდა. კარგი მომენტები გვქონდა, დაცვაშიც საიმედოდ ვითამაშეთ. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასევე შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.

ლუნინმა დიდებულად ითამაშა. მისი თავდაჯერება დროდადრო გაიზრდება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.

altანჩელოტიმ "რეალში" ბენზემას

შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

altგანაწყენება ანჩელოტიზე - გულერი, სავარაუდოდ, იჯარით წავა

alt"ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - ანჩელოტიმ "ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საუბარზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლუნინს რომ ვკითხულობ, ლენინი მახსენდება, ერთ ასოშია სხვაობა.)) გუშინ მართლა უმაგრესად ითამაშა. მგონი მისი საუკეთესო თამაში იყო კარიერაში.
დავით 67
14 თებერვალი 2024 21:18
0
ლუნინმა 9.5 მიიღო შეფასება. მამარდაშვილმა 5,1 ბოლო მატჩში. მამარდა ღირს 30მლნ ლუნინი 8,5. ვკითხულობდი უბრალოდ ეს სამართლიანია.? რა კრიტერიუმებით ადგენენ ფასებს გაგიჟდები.
გაგიჟებული
14 თებერვალი 2024 17:13
8
გაგიჟებულო უკრაინის მონავ ახლავე აგიხსნი რატო ღირს ქართველი მამარდაშვილი უფრო მეტი ვიდრე ეგ უკრაინელი ლუნინი,,მამარდა მთელი სეზონის განმავლობაში იღებს ეგეთ შეფასებებს და გუნდის უპირობო ლიდერია აი ლუნინმა კიდევ პირველად მიიღო ეგეთი შეფასება და მეტჯერ ვეღარც მიიღებს მთელი სეზონის მანძილზე აი რატო ღირს უფრო ძვირი ქართველი მეკარე ვიდრე უკრაინელი,,ეგ სუფთა სტატისტიკურად გიპასუხე მაგრამ შენ რატო გაწუხებს ის რო უკრაინელი ქართველზე დაბალი დონისაა და უფრო იაფიც ღირს ეგ მართლა საინტერესოა,,მე კი მივხვდი რა ჯიშისაც ხარ მაგრამ მაინც
gel-100
14 თებერვალი 2024 21:07
3
ნაპოლისთან მატჩის წინ,დავწერე,ნაპოლისთვის მცირე შეღავათია,რეალს ძირითადი მეკარე რომ არ ეყოლება მეთქი.მაშინ მკითხველმა მიპასუხა,ლუნინიც კარგად ათამაშდაო და სრული სიმართლეც მითხრა.ახლა ისე მოჩანს,ძალიან ძნელია კურტუამ ადგილი დაიბრუნოს, ძირითადში.რა თქმა უნდა მასაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
14 თებერვალი 2024 13:22
2
მალე გამოვჯანმრთელდები და ძირითადში ადგილს დავიბრუნებ. მადლობა სოსო
ტიბო კურტუა
14 თებერვალი 2024 20:52
0
მოგებას ის იმსახურებდა, მოგებას ეს იმსახურებდა...მოგეგო უნდა თუ იმსახურებ
tt
14 თებერვალი 2024 12:02
2
რეალს, რო ძაღლის ბედი აქვს, გუშინდელ თამაშიც გამოჩნდა! მოგებარს ლაიფციგი იმსახურებდა!
გიგა
14 თებერვალი 2024 11:51
8
ლაიფციგმა მართლაც ძალიან კარგად ითამაშა და თითქმის 100%-თ დაიხარჯა,მაგრამ რეალის ფეხბურთელები,ინდივიდუალურად გაცილებით ძლიერები არიან და სწორედ ამითი გაიტანეს ლელო.უფრო მეტიც,ზუსტად იმდენით დაიხარჯნენ,რამდენიც სჭირდებოდათ.ზუსტად ასე იყო ნაპოლისთანაც.თითქოს არ ვარ რეალის გულშემატკივარი,მაგრამ ძალიან მაგრები არიან და ამის უარყოფა,სისულელედ მიმაჩნია.ეგ კი არა,დიდ სიამოვნებსაც ვიღებ,როცა სრული ძალით მოთამაშე რეალს ვუყურებ.სამწუხაროდ,ეს საკმაოდ იშვიათად და მცირე დროით ხდება ხოლმე.
სოსო
15 თებერვალი 2024 10:50
0
Magas klasi qvia sheudzleba 2/3jer gagimartlos meti ulve klasia da ancelotis tamashi...sanam ar agebs bolombe ar ertveba gundi da magitoa maisshi sul karg pormashia titqmis...
L.J .
14 თებერვალი 2024 13:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული