პოლონელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რამაც "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გააბრაზა.
Calcionapoli24-ის ჟურნალისტის, ლუკა კერჩონეს ცნობით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ზელინსკი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ და ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.
მოგეხსენებათ, პიოტრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს.
"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის აგენტი გააკრიტიკა
"დე ლაურენტისი დიქტატორია" - პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა
ეს დასასრულია - "ნაპოლიმ" ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა
შეხება ? თუ შენ დაგესიზმრა და სხვამ არ იცის? შარშან ჩემპიონები გახადა მაგ კაცმა კლუნი და ფანებს უყვართ
კონკრეტულად ჟელინსკი - ამდენი წელია გუნდში რომ ხარ,ჩუმად არ უნდა იპარებოდე სხვაგან, მით უმეტეს, ისედაც ყველამ იცოდა, კონტრაქტს რომ არ ახანგრძლივებდა ნაპოლისთან და ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. დე ლაურენტისიც მაგარი უნამუსო და გაუმაძღარია, მაგრამ ჟელინსკი ამ შემთხვევაში არაა მართალი
პერუჯიოს წერილი, როგორ „ერიდება მაცარი ლაურენტესის განაწყენებას“ ზიელინსკისთან დაკავშირებით და სათადარიგოში ჰყავს. სად არის აქ გუნდის ინტერესები? არ არის ზიელინსკი ვარსკვლავი, მაგრამ მის ადგილზე უკეთესი ვინ ჰყავთ? სპალეტიმ რომ ნაპოლიდან წასვლა გადაწყვიტა, ლაურენტესის იმდროინდელი მუქარები თუ გახსოვს, სასამართლო, ჯარიმები და ციხეც იყო ნახსენები იტალიურ მედიაში... მილიონებს უხდის ფეხბურთელებსო რომ ამბობ, ქველმოქმედია და იმიტომ? მაგ მილიონით კიდევ უფრო ბევრ მილიონებს შოულობს და იმიტომ იხევა ჭიჭინაზე, კარგი ყველგან ძვირია, ამას კაპიკებით და ინტრიგებით უნდა კარგის შენარჩუნება. სეზონი მთავრდება და ნორმალური მწვრთნელი ვერ მიიყვანა გუნდში, უმუშევრების და სხვა გუნდიდან გაგდებულების თავშესაფრად აქცია ნაპოლი.... ხომ არ იცი რატომ ეუბნება ყველა უარს? 8 მწვრთნელთან ჰქონდა მოლაპარაკება და ყველამ კარაბლიკზე გაგზავნა. ქართულ მედიაში ხანდახან გამოჩნდება ხოლმე იტალიელი ექსპერტების შეფასებები ლაურენტესზე, შენ მათზე უკეთესად არც იტალიური ფეხბურთი იცი და არც ლაურენტესს იცნობ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ თუნდაც გუგლის დახმარებით თარგმნი და ლაურენტესზე იტალიური მედიის შეფასებას გაეცნობი. ხვიჩამ ნაპოლში და იტალიაში თავისი სათქმელი უკვე თქვა. ოსიმენის წასვლის შემდეგ მაგ გუნდის ფასი მჟავე პანტადაც არ ეღირება და როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ხვიჩა, ჭაობიდან ვერ ამოვა. ამიტომ, როგორმე მაქედან უნდა გაასწროს და სანამ ფასი აქვს, სხვა გუნდი მონახოს.
ზელინსკი საჩემპიონო სეზონში,გუნდის ერთერთი ლიდერი იყო,პრეზიდენტმა კი,წახალისების ნაცვლად,ხელფასის საკუთარი ნებით დაკლება მოსთხოვა.ჰო და ის მიიღო,რასაც იმსახურებდა.ზელინსკიმ ხელფასის დაკლებაზე უარი თქვა,სამაგიეროდ კი,თამაშს მოუკლო და აიძულა კიდეც,თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან.