ანანიძის ყოფილ თანაგუნდელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსული მხარე ექსტრადირებაზე უარს ამბობს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ქვინსი პრომესს, სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ვესლი მეიერი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

პრომესს ბრალად 1,362 კილოგრამი კოკაინის ანტვერპენის აეროპორტში შეტანა ედება.

ჟურნალისტის ცნობით, ნიდერლანდური მხარე პრომესის ექსტრადაციას ითხოვს, რაზეც რუსეთი უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, პრომესმა კარიერა 2002 წელს "აიაქსის" აკადემიაში დაიწყო, 2009/2012 წლებში კი "ტვენტეს" ღირსებას იცავდა, 2014 წელს 11.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სპარტაკში" გადაბარგდა, სადაც არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რუსული კლუბისთვის სარეკორდო 20 მილიონ ევროდ "სევილიაში" გადაბარგდა. "აიაქსში"
წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ კი კვლავ "სპარტაკს" მიაშურა.

პრომესი ნიდერლანდების ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა.

alt"დასამალი არაფერი მაქვს, ძალიან მოხარული ვარ..." - პრომესი ინციდენტზე ალაპარაკდა

altკანჩესლსკისი: პრომესი რომ საუკეთესო ფეხბურთელია, იმიტომ გვაქვს ასეთი ჩემპიონატი

მკითხველის კომენტარები / 5 /
არადა თავის დროზე გამიკვირდა სპარტაკში რომ გადავიდა 19-20 წლის, ჰოლანდიელების ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თურმე კრიმინალური მენტალობის ტიპი ყოფილა და თავისნაირებში წასულა, ეხლა დალაგდა ყველაფერი
1
ნიდერლანდების სასამართლომ მიუსაჯა. დანაშაული პრომესს რუსეთში არ ჩაუდენია და რუსეთს არ გაუსამართლებია. თუ გაინტერესებს და ალიგიკურს რამეს ეძებ თავისუდლად იპოვი ამ ამბავზე სტატიებს.
თორნიკე
18:08 14-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული