ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "შახტარი" 21 წლის ნახევარმცველის, გიორგი სუდაკოვის ზაფხულში 150 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს. სწორედ ამ თანხად შეუძლია მსურველ კლუბს სუდაკოვის გამოსყიდვა.
ამ საკითხზე ua-football-თან ინტერვიუში კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ისაუბრა.
- რას იტყვით გიორგი სუდაკოვის ეპოპეურ ბაზრობაზე, რომელზეც ვაჭრობდნენ, ვერ შეძლეს შეთანხმება, ფასი ვერ დაადგინეს, ბოლოს კი პათოსურად კონტრაქტი 100 თუ 150 მილიონად გადაწერეს?
- აქამდე ყველა მუდრიკის "ჩელსიში" ტრანსფერზე ლაპარაკობს. ყველამ დაინახა, რომ ეს ნამდვილი თაღლითობაა. მას, მართლაც კარგი სისწრაფის გარდა,
არავითარი უნარი არ აქვს. უკრაინის პრემიერლიგაში სივრცე ჰქონდა, სადაც გაქცევა შეეძლო, მეტოქე გუნდის მცველები კი ერთმანეთს არ აზღვევდნენ. თუმცა ეს უკრაინის ჩემპიონატია.
დაიწყო მუდრიკმა ინგლისის პრემიერლიგაში თამაში და ყველაფერი დასრულდა. ინგლისში თავისუფალი ზონები არ გააჩნია. მისი მანერა უკვე ყველამ ისწავლა, უბრალოდ სირბილის გარდა, როგორც ირკვევა, არაფერი არ შეუძლია. და რამდენი დრო გავიდა...

ახლა კიდევ "შახტარმა" სუდაკოვის 100 მილიონად გაყიდვა მოინდომა. არა, პატივცემულებო. ასეთი რამ მეტად აღარ გამოვა. მუდრიკის ტრანსფერის შემდეგ ევროპაში "შახტარისგან" 100 მილიონად არავის შეიძენენ. თუ ვინმე სუდაკოვში 50 მილიონს შეაძლევს, კარგი იქნება.
- თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ მუდრიკი უკრაინელი ფორესტ გამპია. დარბის თავისთვის ბიჭუნა, რათა ირბინოს. იცით, მე თქვენ დაგეთანხმებით, რადგან პრემიერლიგაში მის თითქმის ყველა მატჩს ვუყურებ. თუმცა მახსოვს, თავის დროზე, თუნდაც ქრონიკაში, რაც ბლოხინის თამაში მინახავს, მას სპრინტერული სიჩქარე ხელს არ უშლიდა...
- ოლეგი სსრკ-ში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, როგორ შეიძლება ბლოხინის და მუდრიკის შედარება, რას ამბობთ...
ბლოხინს ბურთი თითქოს ფეხზე ჰქონდა მიბმული, ფანტასტიკურ მოტყუებით მოძრაობებს აკეთებდა: რამდენიმემეტრიანი სასტარტო გარბენი, მოძრაობის ტრაექტორიის ცვლილება, მცველი იკარგება და ისევ გარბენი სხვა მიმართულებით.

მუდრიკი ბურთს წინ იგდებს და გარბის. ფეხბურთი ას მეტრზე სირბილი არ არის, ფიქრია საჭირო.