გრიზმანი: "ბარსელონაში" გადასვლით დიდი შეცდომა დავუშვი

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ფრანგი 2019 წელს "როხიბლანკოდან" "ბლაუგრანაში" 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა წარუმატებელი სეზონების შემდეგ კვლავ მადრიდულ კლუბში დაბრუნდა.

ანტუანის თქმით, "ატლეტიკოს" დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა შეცდომა იყო.

"ატლეტიკოდან" წასვლით შეცდომა დავუშვი. ჩემს წარუმატებელ თამაშში სხვებს ვადანაშაულებდი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ "ბარსელონაში" გადავსულიყავი. რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ უკან დაბრუნება მინდოდა. ჩემს დას ვთხოვე, რომ ამისთვის ყველაფერი გაეკეთებინა და დანარჩენზე არ ენერვიულა.

რა თქმა უნდა, რთული იყო. ბევრჯერ ჩუმად ყოფნაც მომიწია. საკუთარ
თავზე გაბრაზებული ვიყავი, გულშემატკივრები თბილად არ შემხვდნენ, თუმცა თავი დავხარე და მუშაობა გავაგრძელე, ნელ-ნელა კი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა", - განაცხადა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, გრიზმანმა კატალონიურ კლუბში ჯამში 74 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altერთი გოლი საუკეთესოობამდე - გრიზმანი ლუის არაგონესს გაუთანაბრდა

alt"გრიზმანის მიმართ ეს უპატივცემულობაა" - პირესი მბაპეს კაპიტნობაზე

altსიმეონემ განმარტა, რატომ არ ჩამოართვა კლოპს ხელი და გრიზმანის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსაში მესი იყო და შეუძლებელიმიყო,გრიზმანს საკუთარ პოზიციაზე ეთამაშა.მიუხედავად ამისა,ის ბარსელონაშიც სასარგებლო ფეხბურთელი იყო და ეს სეზონები,მისთვის იყო წარუმატებელი,თორემ სხვა,ბევრი ვერ ითამაშებდა მის დონეზე.ის, ბარსაშიც ერთერთი ლიდერი იყო.
სოსო
22:19 12-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული