"იცით, "ნაპოლიში" მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?" - ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადააყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.

"პარტენოპეის" ყოფილმა ნახევარმცველმა მირკო ვალდიფიორიმ ერთმანეთს კალცონა და მაცარი შეადარა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მათ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ.

"კალცონას დიდი ხანია ვიცნობ. ის ყოველთვის მაურიციო სარის გვერდით იყო. ის "ემპოლისა" და "ნაპოლიში" მავარჯიშებდა. ფრანჩესკოს სარის სახით საუკეთესო მასწავლებელი ჰყავდა და თავი სლოვაკეთის ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინა.

კალცონა მაცარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია. იცით, რას აკეთებდა? სარის მუდამ ყურადღებით უსმენდა და მის სათამაშო
სქემებს სწავლობდა", - განაცხადა ვალდიფიორიმ.

ცნობისთვის, "ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ კალცონას ერთ-ერთი ასისტენტი, ალბათ, მათი ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იქნება.

altუკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
საღოლ მაგარი სტატიაა… საინტერესო.
ზოლა
21 თებერვალი 2024 18:26
0
ხედავ შენ,ერთი უყურე ო რეები უკეთებია:))უსმენდა თურმე დედაუტირა ოოო:))
oto777
21 თებერვალი 2024 00:45
2
თურმე რას აკეთებდა ბიჭოოოოოო....გავგიჟდიიიიიი...
Data
20 თებერვალი 2024 22:12
2
მარტო მოსმენა არაფერია...მაგრამ რა სიახლე უნდა შეიტანოს დანგრეული გუნდის თამაშში 1 დგეში რომ სასწაული მოახდინოს...რაც მწვრთნელები გამოცვალა მაგდენი ნორმალური ფეხბურთელი რომ მოეყვანა გუნდი სახეს არ დაკარგავდა და ფეხბურთს ითამაშებდა იმ დონეზე რომ ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა ყოფილიყო....მთელი ბარსელონა დასცინის ნაპოლის...დიდი ანგარიშით მოვიგებთ იქაც და აქაცო...საერტოდ არ თვლიან წინააღმდეგობად სამწუხაროდ...ეს ახლაგორებული ჭორები კვარას ყიდვაზე ესეც გადამეტებულია....უნდათ წნეხის ქვეშ ამყოფონ ბიჭი და მოადუნონ მისი ყურადგება...ფული რომ ქონდეთ დაცვას გამოასწორებდნენ და ჟუან ფელიშს გამოსყიდნენ...მშვენივრად მოერგო ეგ ბიჭი ბარსელონას..
ბუჯანგა
20 თებერვალი 2024 17:34
1
მეთქი რაღაც სასწაულს აკეთებდა
ვანჩოპე
20 თებერვალი 2024 16:49
0
ვააა, არ ვიცოდი... და არც მოველოდი... :/
ვვვ
20 თებერვალი 2024 12:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული