"მინდა პატიება ვთხოვო" - გვარდიოლამ ყოფილ შეგირდს მიმართა

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ "მანჩესტერ სიტიდან" "ვესთ ჰემში" განათხოვრებულმა კალვინ ფილიფსმა ჟურნალისტებთან პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.

ფილიპსის თქმით, სეზონის დასაწყისში გვარდიოლამ ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა, რაც ინგლისელს არ მოეწონა.

ესპანელმა სპეციალისტმა კი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ბოდიში მოუხადა.

"ძალიან ვწუხვარ, მინდა კალვინს პატიება ვთხოვო. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე, თუმცა საჯაროდ არაფერი მითქვამს", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "ქალაქელებმა" ფილიფსი 2022 წლის ზაფხულში, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლიდსიდან" შეიძინა. თუმცა ნახევარმცველმა "სიტის" რიგებში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი იჯარის წესით "ჩაქუჩების" ღირსებას იცავს.

alt

"მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ" - გვარდიოლა ჰოლანზე

alt"სიტიმ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა - გვარდიოლას გუნდმა "ჟირონადან" ფეხბურთელი დაიმატა

alt"8 წელი ნამდვილად ბევრია" - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული