"დე ლაურენტისი ზაფხულში სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აურელიო დე ლაურენტისი დიდ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლურ კლუბს, დიდი ალბათობით, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი და ალექს მერეტი დატოვებენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის ორი ახალწვეულის, იესპერ ლინდსტრომისა და იენს კაიუსტეს სათამაშო ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, დე ლაურენტისმა მათი გაყიდვაც გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, გუშინ "ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა უხელმძღვანელებს.

alt"ნაპოლი" კვარაცხელიას ინიციატივების

იმედად და "ბარსას" დაცვის პრობლემების გამოყენება - ახალი მწვრთნელის ეფექტი?!.

alt"იცით, "ნაპოლიში" მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?" - ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ლაფრენტა, დაფრინავ და დაფარფატებ! ლავრენტა!
მწვრთნელი
21 თებერვალი 2024 17:34
0
არ ვიცი კვარა დარჩება თუ არა(ჩემი აზრით უნდა წავიდეს),მაგრამ ყველა მცველი რომ გასაშვებია ეგ ფაქტია, დი ლორენცოს გარდა არცერთი არ არის იმ დონის, რომ თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ და რაიმე სერიოზული მიზნის მიღწევა ხომ წარმოუდგენელია იმდენ შეცდომებს უშვებენ...
Givi
20 თებერვალი 2024 22:29
2
სერია в
რემი
20 თებერვალი 2024 21:36
5
არ იყიდოს ეხლა მბაპე და ჰოლანდი ერთად.....რევოლუცია არა...მოძებნის ისევ იაფიან ფეხბურთელებს და...თვითონაც იცის,რომ სკუდეტო კაი ხანს არ ემუქრება, ძირითდდ მე-4 ადგილისთვის მებრძოლი იქნება და დიდ ფულს არ დახარჯავს.ისევ ეკონომიურად,გამოზომილად.ამ პოლიტიკით ის ვერასდროს მოიპოვებდა სკუდეტოს, ხვიჩას რომ არ გაემართლებინა.ხვიჩას გარეშე ვერავითარი ოსიმენი ვერ შეძლებდა ვერაფერს.
მორჩა,ამან ერთხელ გაისროლა.ლოგიკურად ისევ საშუალო დონეზე დაბრუნდა.ხვიჩას როლიც ამ სეზონის მერე ამ გუნდში ამოწურული იქნება.
მირო
20 თებერვალი 2024 21:33
2
ეს ბარიგა და თავის თავზე შეყვარებული ტიპი უკვე ნაღდად საავამდყოფოშია წასაყვანი (თანაც სასწრაფოდ), უბრალოდ სულ დაანგრია და ნაწილებად დაშალა სპალეტის მიერ აწყობილი საჩემპიონო გუნდი!
MARADONA
20 თებერვალი 2024 21:13
4
ეჭვიც არ მეპარება, რომ ხვიჩამ არაოფიციალურად მიიღო გარკვეული თანხა დე ლაურენტისისგან, რომ სეზონის ბოლომდე დარჩეს. ოფიციალურ კონტრაქტზე თავად არ დათანხმდა, რომ ამ ზაფხულს თამამად დაფიქრდეს მომავალზე.
სიმენონი
20 თებერვალი 2024 20:26
8
ყველას გაყიდის და თვითონ ითამაშებს! ამისთვის ჯერ მოახდენს თვითკლონირებას!
Georgi
20 თებერვალი 2024 19:56
4
რჩებიან ლაურენტესი, რასპადორი, ხვიჩა და კალცონი...ხუმრობა იქით იყოს და, ინფორმაცია იმის შესახებ , რომ კვარას "აკვირდებიან ", ჟურნალისტური ჭორი გამოდგა, თორემ ლაურენტესი მასზეც იტყოდა რამეს. არადა, იმედი მქონდა, რომ ნაპოლიდან გაასწრებდა.
ბესო
20 თებერვალი 2024 18:34
4
რაღა ზაფხულში?!რევოლუცია უკვე ამ სეზონში მოახდინა.რევოლუცია,მმართველი ძალის დამხობას და ახლის მოსვლას ნიშნავს.დე ლაურენტისმა,საკუთარი ხელით დაამხო ნაპოლი,წინა წლის ჰეგემონი.მის ადგილს კი,ვინ დაიკავებს,რა მნიშვნელობა აქვს?მაინც რევოლუცია იქნება!ტერმინი რევოლუცია,ამ შემთხვევისთვის მთლად ზუსტი არ არის,მაგრამ მისი საქმიანობის შესაფასებლად,მგონი მაინც გამოდგება.
სოსო
20 თებერვალი 2024 17:16
3
გეთანხმებით ყოველ სიტყვაში,თუ შეიძლება ასე ითქვას
სვანსკი
21 თებერვალი 2024 10:42
0
ა-ს.უკვე ოფიციალურად-"ნაპოლის"მწვრთნელად კალცონა დაინიშნა.მანდ კომენტარებში ზუსტად მაგას ვწერ,რაც აქ მომწერეთ.
დავით 67-ს.ხვიჩას რატომ გაყიდის,საკუთარი ნებით?"მერე მე,ძროხა ვის ჩავაბარო,სადღა ვიშოვი,კარგ მეძროხესა?"ილიას კაკო ყაჩაღიდანაა და არც დე ლაურენტისია,ცუდი რამ იყო,ჩვენი ბატონი.ერთი აჯამი,გულქვა,რეგვენი!-საგან რაიმეთი განსხვავებული.დე ლაურენტისი და ნეაპოლიც,ღარიბი სამხრეთ იტალიელია და აქ,დღესაც ძალიან ძლიერია მაფიოზური გამოვლინებებიარც დე ლაურენტისი და არც ჯუღელი არ იწვევენ ნდობას და არც ბათუმთან ხვიჩას გამოსყიდვის კონტრაქტი იყო,მაინცდამაინც საჯარო და ცხადი.ფაქტია,რომ კვარას ხელფასი,მიზერულზეც კი დაბალია და მას,ვისაც გუნდის ლიდერობას სთხოვენ,ყველაზე დაბალანაზღაურებადია,ამავე დროს.გუნდის მეპატრონისაგან ასეთი დამოკიდებულება,შეურაცხმყოფელია კვარასთვის და მისი,რიგორც ლიდერის როლის,სხვა ფეხბურთელებისაგან აღიარებასაც ხელს უშლის.ალბათ სულელად მიიჩნევენ მას,რაკი უხელფასოდაც მზადაა პრეზიდენტი გაამდიდროს და საკუთარი ჯანმრთელობა მას შესწიროს.დე ლაურენტისს,ხვიჩას დაფასება რომ სდომოდა,უკვე შარშან ამ დროს,საკუთარივე ინიციატივით უნდა გაეზარდა ხვიჩას ხელფასი.არ სურდა,არ სურს და არც ენდომება,თუ ხვიჩამ არ აიძულა.თუმცა ახლა უკვე ესეც დაგვიანებულია.ასეთი დამოკიდებულების შემხედვარემ,ხვიჩამ უბრალოდ გაყიდვა უნდა მოითხოვოს,უპატივცემულობის გამო.ახლა შესთავაზებენ მომატებას,მაგრამ ესეც მხოლოდ იმისათვის იქნება,რომ კონტრაქტი კიდევ გაუხანგრძლივონ და გამოსასყიდი გაუზარდონ,მაგრამ კვარამ ყველაფერზე უარი უნდა თქვას.თუ მასაც ჟელინსკივით დასჯიან,ესეც მიიღოს და დაარწმუნოს დე ლაურენტისი,რომ წასვლაზე უარს არ იტყვის და გუნდში ძალით დატოვება,ისევ მისთვის იქნება საზარალო.დე ლაურენტისზე მორალი არ მოქმედებს,ის მხოლოდ ძალას და ფულს სცემს პატივს.ამ გუნდში ხვიჩას დარჩენა,უკვე აღარ შეიძლება,რადგან აღარც ნაპოლის აქვს მომავალი და არც ხვიჩას აქვს მომავალი,ამ კლუბში.მას ახალი გამოწვევები სჭირდება.უკვე ვნახეთ,როგორ მოუკლო ხვიჩამ,რუბინში,როცა მფლობელებმა ძალიან დიდი გამოსასყიდი დაადეს და ცდილობდნენ ძალით დაერჩინათ.აქაც ასე იქნება და დე ლაურენტისი,იძულებული გახდება,გაყიდოს,ხვიჩა.ხვიჩამ გაცილებით,მრავალჯერ მეტი მისცა დე ლაურენტისს,ვიდრე მან დაახარჯა და ხვიჩას არავისი ვალი აღარ აქვს,იტალიაში.
სოსო
20 თებერვალი 2024 22:13
2
ყველა გამოხმაურება
თომა
20 თებერვალი 2024 16:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული