ზელინსკის ქმედებამ თანაგუნდელები აღაფრთოვანა - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი "პარტენოპეის" დატოვებს და კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

იმის გამო, რომ პოლონელმა "ნერაძურიში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა.

მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ნაპოლისა" და "ბარსელონას" შეხვედრისას (1:1), ზელინსკი საკუთარ გუნდს გულმხურვალედ გულშემატკივრობდა და სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებთან ერთად "პარტენოპეის" ამხნევებდა.

აღნიშნულმა ქმედებამ "ნაპოლის" ფეხბურთელების აღფრთოვანება გამოიწვია", - წერს La Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, ზელინსკი "პარტენოპეის" 2016 წელს, "უდინეზედან" შეუერთდა.

altკალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

altზელინსკის შემცვლელის შეძენა "ნაპოლის" 18-20 მილიონი დაუჯდება

alt"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის აგენტი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 10 /
კომბლეს! ასეთი ბოღმით და ვითომ პროფესორობით ძალიან გაგიჭირდება ცხოვრებაში,ცოტა პოზიტივიც იქნებ დაინახო კვარას გარშემო, თუნდაც რამდენმა ადამიანმა დაიწყო ფეხბურთის ყურება.
ნიკო
17:25 25-02-2024
2
კარგი.რადგან ეგრეა დავწერ რატომ არ მომწონს კვარა.
კაცს, რომელიც უნდა კაცობდეს და ისევ ბავშვია.
ბავშვს, რომელსაც მინიმუმ ათჯერ მეტი შეუძლია, შეუძლია სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცეს. ამისთვის საჭიროა ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი, მგელია და ტარზანად გადაიქცეს, ტარზანად! ჩვენ ქართველებს ესეთი შანსი კიდევ ასი წელი აღარ გვექნება რომ ვიამაყოთ?
მინდორზე შესვლის დროს რომ იკითხავს; მე რა უნდა გავაკეთო?საზამთრო აარჩიეო რომ ეთქვა ტრენერს, აარჩევდა?
ხოდა თქვენ მითხარით, რატომ უნდა დავუკრა ტაში? რისთვის? ვიმეორებ; მინიმუმ ათჯერ ძლიერი უნდა იყოს და ზოგჯერ გვანახებს, რომ რადგან ხელებს შლის, ხიპიშობს ძალიან მაგარი ტიპია, ამისთვის ვიბღავლო კვარააა! ბრავო კვარააა!??

არა ბატონებო, არა! სანამ ეს ბიჭი მაქსიმუმს არ დადებს, სანამ ნახევარ მსოფლიოს არ გააცნობს საქართველოს და სასწაულ სანახაობას არ შესთავაზებს, კვარას მე ტაშს არ დავუკრავ.
თქვენ იბღავლეთ და თქვენ გადაიტყავეთ ხელის გულები, მე კი, დაველოდები მის სიდიადეს, თუ არადა ეეეხ, რამდენი ეგეთი ქართველი გაფუჭებულა მწვანე ფერის გამო, ვინ მოთვლის. თქქვენ მაინც დაგითვლიათ, ეს მერამდენე ქართველია ვარსკვლავობის კანდიდატი?
კ ო მ ბ ლ ე
16:16 25-02-2024
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული