რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
არახალი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპი "ლივერპულს" დატოვებს. "სქაუზერები" ახალი მწვრთნელის ძებნას უკვე შეუდგნენ, მათი ნომერ პირველი სამიზნე კი "ლევერკუზენის" თავკაცი ჩაბი ალონსო გახლავთ. ესპანელის საკუთარ რიგებში ხილვა "ბაიერნსაც" სურს და თუ გერმანულ გამოცემებს დავუჯერებთ, ალონსო "რეკორდმაისტერში" გადასვლისკენ უფრო იხრება.

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. "ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცის თქმით, მას კლოპის შემცვლელად სტივენ ჯერარდის ხილვა სურს.

"მე მსურს, რომ "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს. თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება გაამართლებს.

ვიცი, ხალხი იტყვის, რომ მას "ასტონ ვილაში" არაფერი გამოუვიდა, თუმცა ის "ლივერპულში" ძალიან უყვართ და ვფიქრობ, რომ "წითლებში" ყველაფერი უკეთესად იქნება.

ჩაბი ალონსოც შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ დიდი შანსია, რომ "ბაიერნში" წავიდეს.

მთავარია, რომ მწვრთნელი მისთვის შესაფერის გუნდში მოხვდეს. შეხედეთ უნაი ემერის, "არსენალიდან" დაითხოვეს, თუმცა "ასტონ ვილა" ბრწყინვალედ აათამაშა", - განაცხადა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მგონი ასეც იქნება. ჟერარდმა მშვენივრად იმუშავს რეინჯერში. მას ლივერპულის სული აქვს ბავშვობიდან. კლოპი რომ წავა მჯერა ჯერარდი გაწვრთნის ლივერს, მან საკმაო გამოცდილება მიიღო მწვრთნელობისა.
G.LA
19:07 08-03-2024
0
ლივერპული გრანდია და ასეთ რისკზე ვერ წავლენ.არა მგონია გაბედონ.
სოსო
17:09 08-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული