"ბარსელონა" დიაშით დაინტერესდა, "ლივერპული" 120 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ლივერპულის" შემტევის, ლუის დიაშის დამატებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური გამოცემა El Heraldo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე უკვე ისაუბრეს და "მერსისაიდელებმა" კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვეს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ლაპორტა ამ თანხის გადახდას დათანხმდება, "ლივერპული" ფეხბურთელის გასხვისებას უყოყმანოდ დათანხმდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში დიაშმა "წითლების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარას ნაცვლად ეს თუ იყიდეს მორიგ დიდ შეცდომას დაუშვებს ბარსა ეს არაფრით განსხვავდება ფელიქსისგან ან რაფინიისგან დემბელესგან ცალ ფაზიანია :))
beqa
14:05 12-03-2024
2
ეს თუ 120 მილონი ღირს, რატომ არ უნდა ღირდეს 150 კვარა?
G.LA
20:16 12-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული