ჰენდერსონი: საუდის არაბეთში ფეხბურთი ვითარდება, მაგრამ მე არ შემეფერებოდა

AutoSharing Option
"აიაქსის" ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა საუდის არაბეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

ინგლისელის თქმით, პროლიგაში გადასვლით შეცდომა დაუშვა.

"ყველას საკუთარი აზრი აქვს. "ლივერპულიდან" ჩემი წასვლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, თუმცა სიმართლე მხოლოდ მე ვიცი.

იმ ხუთი თვის განმავლობაში, რაც საუდის არაბეთში გავატარე, საკუთარ თავზე უფრო მეტი გავიგე. რატომ ვთამაშობ ფეხბურთს? რადგან სპორტის ეს სახეობა სისხლში მაქვს. საუდის არაბეთში ფეხბურთი ვითარდება, თუმცა იმ მომენტში მე არ შემეფერებოდა", - განაცხადა ჰენდერსონმა.

შეგახსენებთ, ჯორდანმა "ლივერპული" გასულ ზაფხულს დატოვა და "ალ იტიჰადს" 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, გამოცდილმა
ფეხბურთელმა იანვარში არაბულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "აიაქსს" მიაშურა.

altოფიციალურად: ჰენდერსონი "აიაქსის" ფეხბურთელია

alt"აიაქსი" ჰენდერსონის შეძენასთან ახლოსაა - ინგლისელს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან

alt26,5-ჯერ ნაკლები ხელფასი - "იუვენტუსში" გადასვლის შემთხვევაში, ჰენდერსონის გასამრჯელო მნიშვნელოვნად შემცირდება

alt"სიკვდილამდე "წითელი" ვიქნები" - ჰენდერსონი "ლივერპულს" დაემშვიდობა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული